Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გურიაში საგანგაშო ვითარებაა, დიდი პრობლემებია სამეგრელოშიც – ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი ალბათ საერთოდ აღარ იქნება“-

October 8, 2026
„გურიაში საგანგაშო ვითარებაა, დიდი პრობლემებია სამეგრელოშიც – ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი ალბათ საერთოდ აღარ იქნება“-

„ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი ალბათ, საერთოდ აღარ იქნება“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ და ფერმერმა გიორგი თოდუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თხილის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნარგავების ხმობაა.

როგორც გიორგი თოდუა განმარტავს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო ვითარებაა.

„ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი ალბათ, საერთოდ აღარ იქნება“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ და ფერმერმა გიორგი თოდუამ განაცხადა.

ძირითადად ხმება უცხოური ჯიშები, თუმცა, ეს პრობლემა ადგილობრივ ჯიშებზეც გვაქვს. გურიაში ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. თუ რა იწვევს ამას ან რა არის გასაკეთებელი, დაზუსტებით არ ვიცით. არსებობს გარკვეული ვერსიები, რომ რომელიღაც წამლობამ შეიძლება უშველოს, მაგრამ რეალური და ზუსტი პასუხი, სამწუხაროდ, არავის აქვს. ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა აქტიურად უნდა იმუშაონ.

ეს პრობლემა ბოლო წლებში გააქტიურდა. დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო, ბოლო ერთი წელი კი უკვე ძალიან მწვავე გახდა. საკმაოდ ბევრი ბაღია გამხმარი.

ჩემთანაც არის ეს პრობლემა. ჩემს ბაღში, მაგალითად, 100 ძირი უკვე ამოვიღე. ახალგაზრდა ბაღია, დაახლოებით 4 წლის, მაგრამ იმის გამო ამოვძირკვე, რომ დაავადება სხვა მცენარეებზე არ გადავიდეს. ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

როგორც გითხარით, გურიაში უფრო საგანგაშო ვითარებაა, თუმცა, დიდი პრობლემებია სამეგრელოშიც, განსაკუთრებით ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის ტერიტორიებზე.

ბუნებრივია, კომპეტენტური ადამიანების დახმარება გვჭირდება. როგორც ვიცი, ექსპერტებიც ჩამოიყვანეს იტალიიდან და თურქეთიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზუსტი პასუხები ამ ეტაპზე მაინც არ გვაქვს.

მეტი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. რაღაცაში ხომ არის საქმე? რაღაც კონკრეტული ხომ იწვევს ამ პრობლემას?! ან წამლობაა საჭირო, ან სასუქი, ან სხვა რამე. ხომ უნდა ვიცოდეთ, რატომ ხმება?

ასე თუ გაგრძელდა, 5 წელიწადში საქართველოში თხილი, ალბათ, საერთოდ აღარ იქნება,“ – განაცხადა გიორგი თოდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება- რომან გოცირიძე
  • ვარკეთილში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge