თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სარჩელის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არის ანტიკონსტიტუციური, ეს ნიშნავს, რომ მათ არც სამართლის ესმით რაიმე და არც პოლიტიკის. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა. თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის კონსტიტუციური პროცედურა და როგორ შეიძლება, კონსტიტუციური პროცედურა წარმოაჩინო არაკონსტიტუციურად. პროცედურა, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ჩვენ გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს უფლება არის დადგენილი კონსტიტუციით, გამოვიყენეთ ეს უფლება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს მათი პოლიტიკური წარსული, 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და მათი პოლიტიკური დღევანდელობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც არის მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.
