დღეს ფშავში, სოფელი კანატიასთან ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა. დაშავდა მანქანის მძღოლი
“გამარჯობა, 65 კილომეტრი თბილისიდან, სოფელი კანატია. ერთადერთი კავშირი სამყაროსთან ეს ხიდია. შვიდი წელია იხვეწებიან გაკეთებას. ამის წინ ადამიანი გარდაიცვალა დეფიბრილატორის გადატანა დააგვიანდათ. სასწრაფოები ვერ შემოდიან. ხიდი ორ ჩაწყვეტილ ტროსზე არის წლებია… დღეს ჩაინგრა, მანქანა ჩავარდა, კაცი ბედზე გადარჩა.“ – სწერს მთავარს ადგილობრივი.
