“დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსულმა არმიამ მას ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელი სახლის განადგურება „აჩუქა“. ეს ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა იყო. სამწუხაროდ, ამ დროის მონაცემებით ცნობილია ხუთი დაღუპულისა და 26 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ხუთი ბავშვია. ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ადამიანები. ადგილზე უწყვეტად მუშაობენ მაშველები – აკეთებენ ყველაფერს, რათა თითოეული მათგანი იპოვონ. რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა კიდევ ხუთი მრავალბინიანი სახლი დნიპროში, ოთხი მრავალსართულიანი შენობა კრემენჩუკში, სადაც, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დრონით დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი ზაპოროჟიეში. კიევში რუსებმა ორი ადამიანი მოკლეს. კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ოლექსანდრიაში. ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა ყველა ოჯახსა და ახლობელს. საერთო ჯამში, ამ ღამით დარტყმების ქვეშ მოჰყვა კიევისა და 12 ოლქის ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩვენი ენერგეტიკა იყო. რუსებს სურდათ მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმის მიყენება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ვერაგული თავდასხმა: სულ 70 რაკეტა, ბევრი ბალისტიკური, ასევე „შაჰედები“. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება მოხერხდა. რუსული ბალისტიკა უდიდეს გამოწვევად რჩება. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პაკეტები ჩვენთვის ახლა სასიცოცხლო აუცილებლობაა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვეძებთ რაკეტებს „პატრიოტებისთვის“, რომლებსაც შეუძლიათ და რეალურად უნდა დაიცვან ადამიანების სიცოცხლე აქ, უკრაინის ცაში. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება” | წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
