Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯანმომ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მართვის პირველი გლობალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა

October 7, 2026
ჯანმომ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მართვის პირველი გლობალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მართვის პირველი გლობალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა – აღნიშნულზე “აჭარა თაიმსი” წერს.

ჯანმოს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოში 5-დან 19 წლამდე ასაკის დაახლოებით 400 მილიონი ბავშვი და მოზარდი ჭარბწონიანი იყო, მათ შორის 170 მილიონს სიმსუქნე ჰქონდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში სიმსუქნის გავრცელება 1990 წლიდან ოთხჯერ გაიზარდა და 2%-დან 8%-მდე მოიმატა.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის მართვის საფუძველი უნდა იყოს ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და ქცევის ცვლილებაზე მიმართული პროგრამები. აღნიშნული მიდგომები შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე კომპლექსური პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს.

ჯანმო რეკომენდაციას არ უწევს წონის დასაკლებ მედიკამენტებს, ბარიატრიულ ქირურგიას ან წონის მართვის მოწყობილობებს 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ ასაკში ასეთი მეთოდების უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

10-დან 19 წლამდე მოზარდებში დამტკიცებული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულმა კომპლექსურმა პროგრამამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, მკაცრი პირობების დაცვით, შესაძლოა ბარიატრიული ქირურგიის განხილვაც.

ჯანმო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, სიმსუქნეს შესაძლოა თან ახლდეს სტიგმა, დისკრიმინაცია და ბულინგი, ხოლო შფოთვა, დეპრესია და დაბალი თვითშეფასება შეიძლება გავლენას ახდენდეს კვებით ქცევასა და ფიზიკურ აქტივობაზე.

ჯანმო აცხადებს, რომ მხოლოდ მკურნალობა სიმსუქნის გლობალურ ზრდას ვერ შეაჩერებს. ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობასა და ფიზიკური აქტივობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

რეკომენდაციები ჯანმოს უფრო ფართო მიდგომის ნაწილია, რომელიც სიმსუქნის მართვას ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
  • „ქართულ ოცნებას“ დღეს არჩევანი აქვს გაკეთებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამიტომ არის მზად, უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე
  • “გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge