Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აგვისტოში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა, ევროს მიმართ კი გაუფასურდა -ეროვნული ბანკი

October 6, 2026
თებერვალში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6346-დან 2.6177-მდე, ანუ 0.6%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.0084-დან 3.0330-მდე, ანუ 0.8%-ით გაუფასურდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6125 და 3.0412 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6444 იყო, მინიმალური კი – 2.6266.

აგვისტოში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად იყო გადახრილი.

„აგვისტოში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, თურქულმა ლირამ, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაუფასურება განაგრძო. თვის ჭრილში, ასევე გაუფასურდა რუსული რუბლი. შესამჩნევად გამყარდა ევრო, ხოლო – სომხური დრამი მცირედით, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვის, ასევე წლის დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, აგვისტოში წლიურად 5.8%-ით, თვის ჭრილში კი 1.4%-ით გამყარდა.

რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, იგი წლიურად 3.2%-ით, თვის ჭრილში კი 1.3%-ით გამყარდა. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით აისახებოდა, თუმცა წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ინფლაციათა მაღალი დიფერენციალი ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა.

ზოგადად, ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენა საექსპორტო საქონლის კონკურენტუნარიანობაზე მეტწილად ნეიტრალურია. გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი იყო – რა დეტალებია ცნობილი
  • გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა – დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა – პროკურატურა
  • საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა- დავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge