Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იურისტი განმარტავს, სისტემაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების დეტალებს – რას ითვალისწინებს დებულება

October 6, 2026
იურისტი განმარტავს, სისტემაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების დეტალებს – რას ითვალისწინებს დებულება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე დებულების მიხედვით განმარტავს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების დეტალებს მიხედვით.

მიქელაძის განცხადებით, მოწმდება სხეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და, არსებობის შემთხვევაში, პროთეზი. უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ შეიძლება სხეულის შესაბამისი ნაწილების გახდაც, მაგრამ დებულება პირდაპირ ადგენს, რომ პირის სრული გაშიშვლება დაუშვებელია.

მისივე თქმით, შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას.

„სრული შემოწმების წესიც საკმაოდ კონკრეტულად არის გაწერილი: მოწმდება სხეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და, არსებობის შემთხვევაში, პროთეზი. უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ შეიძლება სხეულის შესაბამისი ნაწილების გახდაც, მაგრამ დებულება პირდაპირ ადგენს, რომ პირის სრული გაშიშვლება დაუშვებელია. ასევე განსაზღვრულია სხეულის ის ადგილები, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის თითებს შორის სივრცეები, ტერფები, ხელის მტევნები, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები; ასევე მოწმდება თმა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
დებულების მიხედვით, შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. ასეთი შემოწმება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირის სხეულში აკრძალული ნივთია. იგი უნდა ჩატარდეს იზოლირებულ ოთახში.
ანუ ბადრაგის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლების მიერ სხეულის ღრუში ხელით შეღწევა წარმოადგენს დებულების პირდაპირ დარღვევას“, – წერს მიქელაძე.

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველმა მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა
  • პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერმა აქციამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლა
  • როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო დღეებში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge