“TV პირველის” ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებას 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა ითხოვს. ცნობილია ასევე, რომ საპროცესოს ითხოვს ამავე საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძეც. მათი პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. რა პოზიცია ექნება პროკურატურას, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
სასახლის ღობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით პატიმრობა 7 მაისს მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
