Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქალი ამბობს, რომ კორნელის უნივერსიტეტში შვიდმა სტუდენტმა მასზე საათობით იძალადა – რა შოკისმომგვრელი დეტალები გასაჯაროვდა მომხდარიდან ორი წლის შემდეგ

October 5, 2026
ქალი ამბობს, რომ კორნელის უნივერსიტეტში შვიდმა სტუდენტმა მასზე საათობით იძალადა – რა შოკისმომგვრელი დეტალები გასაჯაროვდა მომხდარიდან ორი წლის შემდეგ

კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ვა­რა­უ­დო ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მემ აშშ-ში ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. საქ­მე ეხე­ბა 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის Chi Phi-ს საძ­მოს სახ­ლში მომ­ხდარ ამ­ბავს, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, რო­მე­ლიც საქ­მე­ში Jane Doe-ს სა­ხე­ლით ფი­გუ­რი­რებს, გან­ცხა­დე­ბით, მას­ზე შვიდ­მა მა­მა­კაც­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ სა­ა­თო­ბით იძა­ლა­და.

ქა­ლის მიერ შე­ტა­ნილ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩელს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­სა და ახ­ლა­ხან გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ მი­მო­წე­რებს საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი შე­აქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ირ­კვა, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 2024 წელს და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა ახლა ხე­ლახ­ლა ატა­რებს.

“ოთახ­ში სხვებ­საც უხ­მობ­დნენ“ – რა მოხ­და იმ ღა­მეს
სარ­ჩე­ლის მი­ხედ­ვით, Jane Doe 2024 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს Chi Phi-ს საძ­მოს სახ­ლში წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­ვი­და. მა­ნამ­დე მას ალ­კოჰო­ლი სო­რო­რი­ტე­ტის (ქალ­თა სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) სახ­ლში და ორ ბარ­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

ქა­ლის გან­ცხა­დე­ბით, საძ­მოს სახ­ლში მან ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა გა­ნაგ­რძო და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც მი­ი­ღო. მისი თქმით, ერთ-ერთი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბაც აი­ძუ­ლეს, კე­ტა­მი­ნი იყო.

სარ­ჩე­ლის მი­ხედ­ვით, თავ­და­პირ­ვე­ლად ქალი სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­თან­ხმდა, თუმ­ცა შემ­დეგ გო­ნე­ბა და­კარ­გა. სწო­რედ ამის შემ­დეგ, მისი მტკი­ცე­ბით, მას­ზე შვიდ­მა მა­მა­კაც­მა იძა­ლა­და.

საქ­მის ახალ მა­სა­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს იმ ღა­მის მი­მო­წე­რე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ საძ­მოს წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს Snapchat-ის ჯგუფ­ში უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ზედა სარ­თულ­ზე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მის­ვლა­საც მო­უ­წო­დებ­დნენ.

ერთ-ერთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში სა­უ­ბა­რი იყო “ზე­მოთ უფა­სო სექსზე”.

“თავს სა­ტყუ­ა­რად ვგრძნობ­დი. თით­ქოს ლო­მე­ბი მეხ­ვე­ოდ­ნენ გარ­შე­მო“, – ამ­ბობს ქალი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სარ­ჩე­ლის მი­ხედ­ვით, სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.

“ჩემი რე­პუ­ტა­ცია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია“ – რა მოხ­და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში
მომ­ხდა­რის შემ­დეგ Jane Doe-სა და ერთ-ერთ მა­მა­კაცს შო­რის მი­მო­წე­რა გაგ­რძელ­და. 23 ოქ­ტომ­ბერს ქალი მას წერ­და, რომ მისი რე­პუ­ტა­ცია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო და მომ­ხდა­რის გამო თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და.

30 ოქ­ტომ­ბერს მან იმა­ვე მა­მა­კაცს მის­წე­რა, რომ Chi Phi-ს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე აღარ მი­იწ­ვი­ეს.

“ვი­ცო­დი, რომ ეს მოხ­დე­ბო­და. ქალი ყო­ველ­თვის წა­გე­ბუ­ლი რჩე­ბა“, – წერ­და ქალი.

7 ნო­ემ­ბერს ერთ-ერ­თმა მა­მა­კაც­მა მას მის­წე­რა, რომ ში­შობ­და, თავ­დამ­სხმე­ლად არ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ. ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ იცო­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის შე­სა­ხებ.

რა­ტომ გა­ნახ­ლდა გა­მო­ძი­ე­ბა ორი წლის შემ­დეგ
2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში ქა­ლის გან­ცხა­დე­ბა ტომ­პკინ­სის ოლ­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა, რო­მელ­მაც მა­შინ ბრა­ლის წარ­დგე­ნა არ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ. საქ­მე ორი წლის შემ­დეგ, 2026 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, კვლავ გა­იხ­სნა.

ტომ­პკინ­სის ოლ­ქის პრო­კუ­რორ­მა მე­თიუ ვან ჰა­უ­ტენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის მი­ზე­ზი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და საქ­მის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია გახ­და. მა­ნამ­დე, 16 სექ­ტემ­ბერს, Jane Doe-მ კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, Chi Phi-ს საძ­მოს, სო­რო­რი­ტე­ტი­სა და შვი­დი მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

ნიუ-იორ­კის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ქეთი ჰო­კულ­მა შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ლე­ტი­ცია ჯე­იმ­სი სპე­ცი­ა­ლურ პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ნა.

ჰო­კუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა რო­გორც კორ­ნე­ლის პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ისე ტომ­პკინ­სის ოლ­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის 2024 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მუ­ქა­რე­ბი და ქა­ლის ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მცდე­ლო­ბა
საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ქა­ლის მი­მართ მუ­ქა­რე­ბიც მოჰ­ყვა. Jane Doe-ს ად­ვო­კა­ტის, თო­მას ჯუფ­რას გან­ცხა­დე­ბით, მის კლი­ენტს არა­ერ­თხელ და­ე­მუქრნენ და სთხოვ­დნენ, სარ­ჩე­ლი უკან გა­ეწ­ვია. ად­ვო­კა­ტის თქმით, მა­საც და­ე­მუქრნენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ი­წყო Jane Doe-ს ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი.

ად­ვო­კატ­მა თო­მას ჯუფ­რამ CNN-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ Jane Doe-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან წას­ვლა და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა სურ­და, რათა მომ­ხდა­რის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო. მისი თქმით, ქა­ლის მშობ­ლებ­მა კორ­ნე­ლის­გან სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ეს მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ამის გამო, ჯუფ­რას გან­ცხა­დე­ბით, ქალი კი­დევ ერთი სე­მესტრი დარ­ჩა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და იმა­ვე მა­მა­კა­ცებს კამ­პუს­ში ხვდე­ბო­და.

ჟურ­ნა­ლის­ტმა და კო­მენ­ტა­ტორ­მა მა­იკლ ტრე­ი­სიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქა­ლის სა­ვა­რა­უ­დო სა­ხე­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა პოს­ტი მა­ლე­ვე წა­შა­ლა. Reuters-ის ცნო­ბით, ქა­ლის ვი­ნა­ო­ბის ნამ­დვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სო­ლი­და­რო­ბის კამ­პა­ნია მოჰ­ყვა – ქა­ლე­ბი ჰეშ­თე­გით #IamJaneDoe სა­კუ­თარ თავს იმა­ვე სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი საძ­მო­ე­ბის როლს გა­და­ხე­დავს
საქ­მემ კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საძ­მო­ე­ბი­სა და სო­რო­რი­ტე­ტე­ბის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­აც გა­ა­ჩი­ნა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა მა­იკლ კოტ­ლი­კოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ის­წავ­ლის ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის როლს კამ­პუს­ში.

მისი თქმით, საძ­მო­ე­ბი და სო­რო­რი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მე­გობ­რო­ბის, მხარ­და­ჭე­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კავ­ში­რის წყა­რო უნდა იყოს, თუმ­ცა ჯგუ­ფის წევ­რო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გა­აქ­რობს.

Chi Phi-ს საძ­მო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა 2024 წელს და­ხუ­რა და ის კამ­პუს­ში კვლავ აკ­რძა­ლუ­ლია.

საძ­მოს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა წევ­რი კორ­ნე­ლის პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნი­დან სამ დღე­ში გა­რი­ცხეს. საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი ბრალ­დე­ბებს უარ­ყო­ფენ.

რა მოხ­და 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის იმ ღა­მეს და ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი და­ნა­შა­ულს, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს. ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბე­ბი და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქ­ტად არ არის მიჩ­ნე­უ­ლი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ზოგიერთ მსჯავრდებულთან მოლაპარაკებები დასრულებულია და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი”- 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი
  • 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის და წინააღმდეგობის დღე, ქართველი ხალხის ერთობის დღე – ანა წითლიძე
  • სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge