Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქალს, რომელმაც დედა მოკლა, ახალი ტრაგედია დაატყდა თავს – გარდაცვლილი იპოვეს მისი პარტნიორი – გახმაურებული ამბავი

October 2, 2026
ქალს, რომელმაც დედა მოკლა, ახალი ტრაგედია დაატყდა თავს – გარდაცვლილი იპოვეს მისი პარტნიორი – გახმაურებული ამბავი

ჯიფ­სი როუზ ბლან­შა­რი, ქალი, რო­მელ­მაც შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად დე­დის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მა და ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა მსოფ­ლი­ომ წლე­ბის წინ გა­იც­ნო. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. ახლა კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, კენ ურ­კე­რი, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, 34-ე და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ურ­კე­რი 1 ოქ­ტომ­ბერს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ლუ­ი­ზი­ა­ნის შტა­ტის ქა­ლაქ რე­ის­ლენდში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. შე­რი­ფის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ახ­ლო­ე­ბით 18:15 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს მა­მა­კა­ცი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჯიფ­სი როუზ ბლან­შარ­მა უცხო­ურ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ კენი ნარ­კო­ტი­კე­ბის ჭარ­ბი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა არ იცის, გან­ზრახ მი­ი­ღო თუ არა მან ის.

“არ ვიცი, ეს გან­ზრახ გა­ა­კე­თა თუ არა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყო“, – გა­ნა­ცხა­და ბლან­შარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პარტნი­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მის­თვის იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ მომ­ხდარს ჯერ კი­დევ ვერ იჯე­რებს.

“არ მჯე­რა, რაც მოხ­და. ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია. ვყვი­რო­დი იქამ­დე, სა­ნამ ყელი არ ამ­ტკივ­და“, – ამ­ბობს ჯიფ­სი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბლან­შარ­მა ურ­კერს და­ბა­დე­ბის დღე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით მი­უ­ლო­ცა, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კენი ჯიფ­სის ძმამ, დი­ლან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ იპო­ვეს, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში მი­ვიდ­ნენ. ურ­კე­რის დამ, ოტემნმა, იმა­ვე სა­ღა­მოს TikTok-ზე პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ძმის ბოლო სი­ტყვე­ბი მის მი­მართ იყო: “მიყ­ვარ­ხარ“.

კენ ურ­კე­რი­სა და ჯიფ­სი როუზ ბლან­შა­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ქალი დე­დის მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს იხ­დი­და. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­უ­კავ­შირ­დნენ. 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კენ­მა ჯიფ­სის ხელი სთხო­ვა, თუმ­ცა წყვილ­მა ნიშ­ნო­ბა მა­ლე­ვე გა­და­ი­ფიქ­რა. 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში ისი­ნი კვლავ შე­რიგ­დნენ, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ და­შორ­დნენ.

ბლან­შა­რი ცი­ხი­დან 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ პე­რი­ოდ­ში ის რა­ი­ან ან­დერ­სონ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან ოთხი თვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. 2024 წლის აპ­რილ­ში ჯიფ­სი და კენი კვლავ ერ­თად გა­მოჩ­ნდნენ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და – ქალი ბავ­შვს ელო­და.

2024 წლის დე­კემ­ბერ­ში მათ ქა­ლიშ­ვი­ლი, აუ­რო­რა რე­ი­ნა შე­ე­ძი­ნათ. ურ­კე­რი ხში­რად სა­უბ­რობ­და მა­მო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ჯიფ­სის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მისი პი­როვ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ზრდის და­ნახ­ვა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

ახლა ჯიფ­სი როუზ ბლან­შა­რი ამ­ბობს, რომ კენი მის­თვის მხო­ლოდ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი არ ყო­ფი­ლა. ის მისი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლად და მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­სიყ­ვა­რუ­ლე მა­მად რჩე­ბა.
“კენი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მამა იყო. ის სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ჩემს სუ­ლის მო­ნა­თე­სა­ვედ და კავ­ში­რად, რო­მელ­საც ვერც დრო, ვერც მან­ძი­ლი და ვერც სიკ­ვდი­ლი ვერ წაშ­ლის“, – გა­ნა­ცხა­და მან.

ბლან­შა­რის თქმით, კენი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მუდ­მი­ვი კრი­ტი­კი­სა და კი­ბერ­ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო. მისი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ზე­წო­ლამ მას­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

“კენს წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყუ­რა­დღე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მათ შო­რის TikTok-სა და Reddit-ზე, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის ატა­ნა უწევ­და. ის სი­სას­ტი­კე, რო­მელ­საც მის მი­მართ იჩენ­დნენ, არც ერთ ადა­მი­ანს არ უნდა გა­მო­ე­ცა­და. მჯე­რა, რომ ამ ზე­წო­ლამ და შე­ვიწ­რო­ე­ბამ მას­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა“, – აღ­ნიშ­ნა ჯიფ­სიმ.

მისი თქმით, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა ქა­ლიშ­ვილ­მა მამა ისე­თი გა­იც­ნოს, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო, და არა ისე, რო­გორც მას ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

კენ ურ­კე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ნივ­თი­ე­რე­ბა მი­ი­ღო მან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯიფ­სი როუზ ბლან­შა­რი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც დე­დის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა მას მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­და, აი­ძუ­ლებ­და ევლო შშმ პი­რის ეტ­ლით და სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რას უტა­რებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯიფ­სის ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ჰქონ­და.

დედა ქა­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აყალ­ბებ­და და მის ნაც­ვლად ხში­რად თა­ვად იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ჯიფ­სი რო­უ­ზის ის­ტო­რია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი 2015 წელს გახ­და, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ მან შეყ­ვა­რე­ბულ ნი­კო­ლას გო­დე­ჯონ­თან ერ­თად დე­დის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მა. გო­დე­ჯონ­მა დი დი ბლან­შა­რი და­ნით მოკ­ლა, ჯიფ­სის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
  • სავარაუდო გაუპატიურება ციხეში – ირმა ინაშვილი ითხოვს, დადგეს მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი
  • “გურამ დადიანიძის “ფეისბუქიდან” აღდგენილ მონაცემებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები შევნიშნეთ!” – რა ინფორმაცია ვრცელდება ანონიმურ ფეისბუქ-გვერდზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge