საქართველოში არამდგრადი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, 2 ოქტომბერსაც ნალექიანი ამინდი იქნება, ხოლო ტემპერატურა კიდევ დაიკლებს.
თბილისში დღისით დაახლოებით +16°C არის მოსალოდნელი.
3–4 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაბალი დარჩება.
თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდე გაიზარდოს. ღამის საათებში კი სანაპირო ზოლში ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსიც დაფიქსირდეს“, – განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.
სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება.
