თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაციის დროს დაღუპული 7 წლის ბიჭის დედა მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებს. მისი თქმით, ანესთეზიოლოგმა ბავშვს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთა, რის შემდეგაც, ბავშვი ვეღარ სუნთქავდა.
“ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო, ხელი მომკიდა და ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. ვენაში შეუყვანეს ნარკოზი – ბავშვმა ხელი დაიდო და ვიხრჩობიო, მითხრა. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო, თვალები გადააყირავა, ანესთეზიოლოგმა თქვა, ეს იცის ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთ, მე ყველაფერს გავაკეთებო, ხოდა გამომიშვეს. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. დამიხვრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს და გარეთ მითხრეს, ოპერაციას შემდგომი გართულება მოჰყვაო. მე ჩემს შვილს გავხადე და არააქვს ოპერაცია გაკეთებული, ქირურგია საერთოდ არაა ჩატარებული”, – ამბობს გარდაცვლილის დედა “ტელეკომპანია მთავართან” საუბარში.
ამავე თემაზე: მანაგაძის სახელობის კლინიკაში 7 წლის ბავშვი ოპერაციის დროს გარდაიცვალა