რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება.
აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.
ასევე, ადგილზე შეკრებულ ხალხს პარტიის ლიდერები სიტყვითაც მიმართავენ.
