Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ქონებას ფლობს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, რომელიც ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

October 1, 2026
რა ქონებას ფლობს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, რომელიც ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.

ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, რა ქონება ფლობს ლევან ახობაძე.

ყოფილი თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის თებერვალში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთის წილი და ბინა.

უფრო კონკრეტულად, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ეკუთვნის 125.4 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს 72 105 აშშ დოლარად იყიდა. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ მთისძირში მდებარე 5 მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი.

აღსანიშნავია, რომ ნაკვეთები ახობაძეს სახელმწიფოსგან 1995 წლის მიღება-ჩაბარების აქტით, 0 ლარად აქვს მიღებული 2000-2020-2023 წლებში. ლევან ახობაძესთან ერთად, ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან: ქეთევან ახობაძე, სულიკო ახობაძე და მაგული ბურკაძე.

რაც შეეხება ლევან ახობაძის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა: 1234 ლარი ოვერდრაფტის სახით (მოკლევადიანი სესხი), ასევე უფიქსირდებოდა სესხის მომსახურე ანგარიშზე 2 700 ევრო.

ამასთან, ლევან ახობაძეს შემოსავლის სახით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე, 2025 წლის იანვრიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში, 38 846 ლარი აქვს მიღებული.

ქონებრივ დეკლარაციაში ყოფილ მაღალჩინოსანს მითითებული აქვს, რომ 2025 წელს მამისგან საჩუქრად 12 000 აშშ დოლარი მიიღო.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, დოკუმენტის თანახმად, ლევან ახობაძის მეუღლის სახელზე ფიქსირდება თბილისში მდებარე 599 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა 2011 წელს. ამ ქონების თანამესაკუთრედ ზაურ გივიაშვილია რეგისტრირებული.

ცნობისთვის, მედიაში არსებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლამდე ლევან ახობაძე იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუდ) ხელმძღვანელის პოზიციას, ხოლო 2020 წლიდან დაინიშნა სუს-ის იმდროინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილედ.

ასევე მედიაში არსებული ინფორმაციით, ლევან ახობაძის სახელი უკავშირდებოდა წლების წინ ფარული მოსმენების სკანდალიც. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „მთავარის“ მაშინდელმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა დოკუმენტები, რომელიც მისი თქმით, უწყებიდან მოიპოვა. გვარამიას ცნობით, იმ დოკუმენტებში ასახული იყო მასობრივი თვალთვალისა და მიყურადების პროცესი, რომლის ობიექტებიც იყვნენ: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები. გვარამიას თქმით, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ვინც ამ ფარულ მიყურადებებს ახორციელებდა/კურირებდა სწორედ ლევან ახობაძე იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თბილისობასთან“ დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
  • „მე ახლა ვიტყვი სიმართლეს…“ – გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე აქამდე უცნობ ფაქტებს ასაჯაროებს
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge