Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ-ებრაელთან, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინ

October 1, 2026
ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ-ებრაელთან, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინ

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე ინდოელი პილოტი გადაარჩინა, თვთმფრინავში განვითარებულ მოვლენებს TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღწერს.

შოთა მუსაევი ერთ-ერთი მგზავრი იყო ბორტზე, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმის შედეგად ჩამოგდებას გადაურჩა.

იგი იხსენებს, რომ თვითმფრინავის გატაცების დროს, ბორტზე მძიმედ დაჭრილ ინდოელ პილოტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

“ჩვენ ჩინეთიდან დავბრუნდით დუბაიში, დუბაიდან დავრბრუნდით ისრაელში, გქვონდა ფრენა FlyDubai-ით. დილის 08:20 წუთი იყო, როდესაც ვიგრძენით ძალაინ დიდი დაცემა თვითმფრინავისა და ვიგრძენით რომ რაღაცა ხდება. ამოვიღე კამერა და დავიწყე ამის გადაღება. მივხდი რომ ეს სტანდარტული სიტუაცია არ იყო და იყო ტერაქტი, იმიტომ, რომ ბავშვებმა დაიწყეს ტირილი და ყვირილი. იმ წუთებში ავდექი და გავედი პირდაპირ. არ ვიცოდი, რომ ექიმი სჭირდებოდათ, მაგრამ, ვიცოდი, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ თუ არ დაეხმარებით მათ (პილოტებს), შეიძლება მთლიანი თვითმფრინავი დაიღუპოს. ეს გამოცდილება უკვე მთელ მსოფლიოს აქვს.

გავედი წინ და დავინახე, რომ ტერორისტი უკვე ძირს იყო დაგდებული. პილოტი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და ძირს ეგდო. პირველ რიგში ჩვენ დავაკავეთ ეს ტორორისტი, შევუკარით ხელები, ერთ-ერთი ჩვენგანი შევიდა კაბინაში, რადგან ძალიან სწრაფად, 16 ათასი ფიტით დაეცა თვითმფრინავი, რის გამოც დაზიანდა, ეს მხოლოდ შემდეგ გავარკვიეთ, უკანა ფრთა იყო მთლიანად დაზიანებული. შემდეგ ვნახეთ, რომ ეს პილოტი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და დავიწყე მისი რეანიმირება, სისხლის გაჩერება და სტაბილიზაცია. ჩვენ ვერ გავხსენით კარადები, რომ იქიდან პრიველადი დახმარების საშუალებები აგვეღო, ამიტომ, რაც გვქონდა ხელში, იმით გავაჩერეთ სისხლი. ხელი ჰქონდა ორად გაყოფილი, თავიც ასევე ჰქონდა გახსნილი და დაკარგა სისხლი. 50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი.

ის ტერორისტი კი ვინც იყო, ხმას არ იღებდა, საუბარი მაქვს მეორე პილოტზე. მე ვინც გადავარჩინე ეს არის ინდოელი პოლოტი. ასეევ ჩვენ გვეხმარებოდა სტიუარდესები, მაგრამ ჩვენ გვეპარებოდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ტერორისტი მარტო არ ყოფილიყო, ამიტომ თვითმფრინავში ხალხი გავფანტეთ, რომ თუ რაიმე იქნებოდა, სიტუაცია გვეკონტროლებინა. ასევე გაგვიმართლა რომ იყო კიდევ ორი დამატებითი პილოტი. პრინციპში ეგენი ბორტზე არ უნდა ყოფილიყვნენ. როგორც რიგითი მგზავრები ისე იყვნენ. რამდენიმე წუთში შევიდნენ კაბინაში და აიყვანეს სიტუაცია ხელში. თვითმფრინავმა იმდენად სწრაფად დაკარგა სიმაღლე, უკანა ფრთა ფაქტობრივად ნახევარზე იყო გატეხილი.

მე გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობ და ჩემს მეუღლესაც ვუთხარი, თუ არ დავეშვებით, ხალხს ეცოდინება რა მოხდა-თქო.

მიზანი ალბთ თვითმფრინავის აყვანა იყო და როგორც 11 სექტემბერს მოხდა, მსგავსი რაღაცის გაკეება. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ერთი ტერორისტის გამო, რამდენი ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო. იქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც დღეს შეიძლება ცოცხლები არ ყოფილიყვნენ.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ გმირები, მაგრამ ჩვენს ადგილას ყველა იგივეს გააკეთებდა, რადგან ეს იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის”, – ამბობს შოთა მუსაევი.

მუსაევი “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუმდე რამდენიმე წუთით ადრე, მეუღლესთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა – როგორც ექიმი ამბობს, ბენიამინ ნეთანიჰაუმ მას მადლობა გადაუხადა იმ გმირობისთვის, რომელიც ბორტზე გამოიჩინა.

ეს სამადლობელი ხასიათის შეხვედრა იყო, ასევე შემოგვთავაზა რომ რომელიმე დღესასწაულზე ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ისრაელი. მანაც აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავის დაღუპვით ალბათ ახალი ომი დაიწყებოდა.

გამოძიება ალბათ ყველაფერს დადგენს, მაგრამ ჩვენი აზრით ეს იყო ტერორისტული აქტი, რადგან როდესაც შენს ხელში არის 175 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, იქ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება შენი პირადული გაარკვიო. ჩვენ რასაც ვხედავთ, იქ არის ფაქტი, როდესაც ერთმა ადამიანმა დაჩეხა მეორე ადამიანი”, – ამბობს ექიმი.

ინტერვიუს ბოლოს, შოთა მუსაევმა მისი საქართველოში ცხოვრების წლები გაიხსენა, აღნიშნა, რომ მამამისი ჩვენს ქვეყანაში ცნობილი კარდიოლოგი იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

ერთ რაღაცას ვიტყვი, მამაჩემი საქართველოში იყო ძალიან ცნობილი კარდიოლოგი, რომელმაც გადაარჩინა ბევრი ხალხი თავის დროზე. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. მე თვითონ სტომატოლიგი ვარ. მე ვარ საქართველოში გაზრილი. ქართული ენა ჩემთვის მშობლიურია, ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის იყო ჩვენს შორის დიდი ძმობა და იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება”, – თქვა ექიმმა.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი “7700”. მალევე კი გაიგზავნა კოდი “7500”, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.

ავარიულ დაშვებამდე გავრცელდა ცნობა, რომ კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი დანით დაჭრა.

კაპიტანი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი – 14 წელი ოპოზიციური ერთობის წრეზე ვიარეთ და ვნახეთ, რომ ერთადერთი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, არის სააკაშვილი, მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი” – ანა წითლიძე
  • 2027 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა – Times Higher Education-ის მონაცემები
  • ელჭექი, სეტყვა, ქარი, შტორმი – სად გაუარესდება ამინდი დღეიდან?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge