Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა- „ჯივიპი“

October 1, 2026
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა- „ჯივიპი“

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალაირინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს.

„ჯივიპის“ ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია ცხრა სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

როგორც „ჯივიპი“-ს ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა, გიორგი ვეშაპიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო.

„წყალარინების ქსელი ექვსი მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი ორი მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა“, – განაცხადა გიორგი ვეშაპიძემ.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჯივიპი“-ს ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორის, გიგა ნადირაძის განცხადებით, კომპანიამ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა.

„ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა“, – განაცხადა გიგა ნადირაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge