Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

October 1, 2026
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიკოსების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა.

შეკრებილების თქმით, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვიანობისა და თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.

ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტრო სწორედ აღნიშნული აუდიოჩანაწერის საფუძველზე ითხოვს ექიმის გათავისუფლებას, რაც უსამართლო გადაწყვეტილებაა.

მედიკოსები კოლეგას სრულ სოლიდარობას უცხადებენ და აფრთხილებენ ხელმძღვანელობას, რომ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლების შემთხვევაში, კლინიკას სხვა ექიმებიც პროტესტის ნიშნად დატოვებენ.

„გადაწყვეტილება სამართლებრივი არ არის, მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულმა ექიმმა არაერთი პაციენტი გადაარჩინა და მისი გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ბატონ ჯუმბერს კლინიკის დატოვებას სთხოვენ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით — სწორედ მის მიერ არის ეს განყოფილება და სხვადასხვა პროექტები შექმნილი. ის წლებია აქ მუშაობს, ამიტომაც გამოვედით და სოლიდარობას ვუცხადებთ მას, მით უმეტეს, რომ არანაირი სამედიცინო გადაცდომა არ ჰქონია.

რამდენიმე თვის წინ ძალიან მაღალი მომართვიანობა იყო, პაციენტები რიგშიც კი იდგნენ. სწორედ ამ დროს კიდევ ერთი უმძიმესი პაციენტი უნდა შემოეყვანათ, თუმცა მას მომსახურებას ვერ გავუწევდით, რადგან არცერთ განყოფილებაში ადგილი არ იყო. უარი ვთქვით. დაისვა კითხვა: „სად წავიყვანო, ბატონო ჯუმბერ?“ მინისტრის ბრძანებაა, რომ მაგ კლინიკაში მოვიყვანოთ… ჯუმბერ ბოლქვაძემ გაუაზრებლად, სიტყვის მასალად უპასუხა, „მინისტრთან წაიყვანეთო“. ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი ფრაზა. მინისტრმა ეს ჩანაწერი თვენახევრის წინ მოისმინა, რის შემდეგაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აქ მოვიდა. ბატონმა ჯუმბერმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ამის მიუხედავად, მასზე მუდმივი ზეწოლაა, რომ თანამდებობა დატოვოს.

იმ შეხვედრას თავად ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძეც ესწრებოდა. ეს ზოგადი ფრაზა იყო და ჩანაწერში კონკრეტულად რომელიმე მინისტრი არც უხსენებია. სამწუხაროდ, არც პერსონალის და არც პაციენტის ბედი არავის ადარდებს, შეხვედრაზე კითხვის დასმის შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა. საბოლოოდ, ის პაციენტი ისევ ჩვენ მივიღეთ და გავუწიეთ დახმარება“, – აცხადებენ ექიმები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge