დიდი ბრიტანეთის შავ სიაში მოხვედრილი, პაატა აბულაძე, რომელიც თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დისქმარია, მისთვის დაწესებულ სანქციებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი დიდ ბრიტანეთს აგინებს:
“დედა, რა მითხარი ეს, ბრიტანეთს დავუსანქცირებივარ კაცო. დედა, ჩემი სიკვდილი ეს რა მითხარით, ეგეთი რაღაცა ნელა უნდა მითხრათ ქალბატონო. ეგეთი რაღაცეები, რომ მაჯახეთ კაცო მე უკვე ასაკში ვარ, შეიძლება გულმა ვერ გადაიტანოს, ბრიტანეთის დედაც მო…ნ”- თქვა აბულაძემ.
შავ სიაშია მამუკა ფიფიაც, რომელიც მრავალგზის სანქცირებული ფარცხალაძის ახლო გარემოცვად სახელდება.
ფიფიას თქმით, სანქციებით გამოწვეული ანგარიშების დახურვის გამო, მის საქმიანობს საქართველოში შემოვლითი გზებით დააფინანსებს
გაერთიანებულმა სამეფომ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა.
