Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” -ელისაშვილმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა

September 30, 2026
“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს” -ელისაშვილმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა

რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ – ამ წუთებში, ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მსჯელობენ.

ელისაშვილს ამჯერად მოწმე-პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რაც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.მბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ე.წ. ტერორიზმის საქმის განხილვისას, შოთა ჭიპაშვილს “არაკაცი” უწოდა.

სასამართლოს თავად ელისაშვილმა მიმართა და მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

“სისხლი მომდიოდა, წყალი არ დამალევინეს”- ასე აღწერს ელისაშვილი პოლიციის განყოფილებაში მომხდარს და კამერების ამოღებას ითხოვს.

რაც შეეხება დაკავების მომენტს “მოქალაქეების” ლიდერმა თქვა:

“დაკავების დროს, ზურგს უკან დამადეს ხელბორკილები, სამი-ოხი საათის განმავლობაში ძალიან მოჭერილი მქონდა ხელბორკილი, რაც უფრო მისივდებოდა მაჯა, მით უფრო მიჭერდა. ორჯერ თუ სამჯერ მივმართე შოთა ჭიპაშვილს, რადგან მივხვდი, რომ ის იყო ხელმძღავნელი. მომხსენით ან წინ გამიკეთეთ ხელბორკილითქო, რა უნდოდა იმის დანახვას, რომ სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან”- განაცხადა ელისაშვილმა.

“მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, მას პოლიციელები ქუჩური ტერმინებით ესაუბრებოდნენ, ადგილი ჰქონდა ძალადობასაც:

“წამო ქუჩაში გავიდეთ” – ქუჩა კი არ მიკვირს, ციდან არ ჩამოვფრენილვარ. მთელს კრიმინალურ ელიტასთან ვზივარ ახლაც. ამოიღეთ ჩანაწერები, უამრავი კამერა იყო განყოფილების წინაც. გადამაგდეს, ზურგზე დამაგდეს და ეს კადრებიც არ ამოიღეს”- აღნიშნა მან.

პოლიტიკოსმა საუბრის ბოლოს, ე.წ. ტერორიზმის საქმეზე [ძაღლების ეპიზოდი] სასამართლო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა და თქვა, რომ სამი თვეა, პროცესს არ ატარებენ, შესაბამისად მას გარესამყაროსთან წვდომა ისევ შეზღუდული აქვს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
  • “ვიღაცამ პილოტი დანით დაჭრა“- ვრცელდება პირველი კადრები Flydubai-ის რეისიდან
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge