“მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა” – ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა. გუშინ კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ მათი პროტესტის მიზეზი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა – როდესაც გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო ნიკე ლუსოს ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.
“ლანჩხუთის ქალი ფეხბურთელების პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ყურადღება მივაქციოთ მთავარს, რასაც მგონი სათანადოდ არ ვაკეთებთ. ვიღაც პერვერტმა ნაბიჭვარმა, რომელიც კაცმა არ იცის რითია დაკავებული ამ ქვეყანაში და ‘ფრონტად’ იყენებს ქალთა საფეხბურთო კლუბს (არანაირი ბიზნესი ქალთა ფეხბურთი არაა საქართველოში):
1. ქალების გასახდელში დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები და ფარულად უყურებდა მათ
2. გააუპატიურა 20 წლის გოგო, მფლობელობაში არსებული გუნდის მოათამაშე
3. როდესაც ამ გოგომ იჩივლა, ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობდა თუ დავას შეწყვეტდა
4. გოგო რომ ვერ დაითანხმა, მისი მეგობრის გავლით ცდილობდა იგივე შეთანხმების მიღწევას
5. ისიც რომ ვერ დაითანხმა, ოჯახის წევრებზე გავიდა და მათ დარწმუნებას ცდილობდა
6. ესეც რომ ვერ მოახერხა, როგორც სჩანს, ადგა და ეს ფული სასამართლოში მიიტანა
და დღეს ეს ნაგავი თავისუფალია
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქია თუ გერმანელი. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს რომ ამ ქვეყანაში, თუ ბევრი ფული გაქვს, უკვე ასეთი დანაშაულის შემთხვევაშიც შეგიძლია სასამართლოდ წოდებულ უწყებაში თავისუფლების ყიდვა. ერთი ქვეყანა ვიცი კიდევ მსგავსი პრაქტიკით, ახლოს.“ – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
