როგორც ჩანს, ეს ადამიანი რაღაც საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების მემუარებს წერს, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად სწორია თუ არა სხვისი, მათ შორის სხვისი წარმატებების საკუთარ თავზე მიწერა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მას პოლიტიკური მემუარებისთვის მეტი დრო აქვს და შეუძლია, წეროს.
„მთავარი კითხვაა, საიდან გაჩნდა უამრავი დაუსაბუთებელი ქონება მის სახლში?, ეს არის მთავარი კითხვები, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს. თორემ, თუ მას აქვს სურვილი, რომ თავის მოსახლეობას ესაუბროს იმაზე, თუ რა მიღწევა ჰქონდა, რა პოლიტიკური კარიერა გაიარა, ეს მისი მემუარების საქმეა და წიგნის საქმეა. მთავარი კითხვები საზოგადოებაში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია – საიდან გაჩნდა დაუსაბუთებელი ქონება მის სახლში, სახლებში. სხვათა შორის, ეს თავადაც აღიარებული აქვს და სწორედ ამის გამო იხდის სასჯელს. ამიტომ, სხვა თემებზე ნუ გადავა, მით უმეტეს, ტრაბახს და კვეხნას ნუ დაიწყებს საკუთარი განვლილი ცხოვრებით. მით უმეტეს, რომ ამ საქმეს ზედმეტად აზვიადებს. მისი თითოეული შემდგომი წერილის მთავარი აზრი უნდა იყოს და მოლოდინიც საზოგადოების ის არის, რომ ახსნას, საიდან მოიპოვა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება“, – განაცხადა მახაშვილმა.
