Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია-ლევან მახაშვილი

September 30, 2026
“ირაკლი ღარიბაშვილის თითოეული შემდგომი წერილის მთავარი აზრი უნდა იყოს, ახსნას, საიდან მოიპოვა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება”- რას ამბობს ლევან მახაშვილი

IRI-ს კვლევა ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციური ფლანგის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მოსახლეობის სურვილებისა და ინტერესების წინააღმდეგია,

„IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას ენდობა და ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სწორია. ეს ე.წ. ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგია, რადგან აშიშვლებს და აფასებს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებს, რაც ამ ოპოზიციურმა ფლანგმა დაუშვა, განსაკუთრებით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. რა იყო ეს? – ეს იყო მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაპირისპირების ახალი კერების გაჩენა, დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა და ა.შ. ეს არ იყო მოსახლეობის დაკვეთა და ამ კვლევამაც სწორედ ამაზე მიუთითა, რომ მათი გადაწყვეტილებები სრულ წინააღმდეგობაში იყო იმისა, თუ რა სურვილები და ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას“, – განაცხადა მახაშვილმა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტის ჩავარდანზე
  • “ევროკავშირი ევროსაბჭოთა კავშირი ხდება, არსებულ წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ”- რას ამბობ გურამ მაჭარაშვილი
  • გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ვახტანგ გომელაური აძლევს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge