Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევრობიუროკრატიას საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ბნელი იდეები და გეგმა, რომელიც არანაირ მონაცემს არ ითვალისწინებს”- რას ამბობს გია ვოლსკი

September 28, 2026
“სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

ევრობიუროკრატია, კომისრები, გარკვეულ გეგმას მიჰყვებიან და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატისტიკურ მონაცემებს ან რა კვლევებს აქვეყნებს, მათ შორის, ევროპული კვლევითი ორგანიზაციები იმის შესახებ, რომ საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბევრ მაჩვენებელში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, გია ვოლსკის თქმით, ათწლეულებია, ქვეყნები კანდიდატებად ითვლებიან, იგივე თურქეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა.

„ახლა გამოაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრობა, რომელიც 2030 წელს შეიძლება, შეიცვალოს, იმას გულისხმობს, რომ ახალი წევრები ჩუმად უნდა იყვნენ და მათ ხმის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირში გაწევრიანებას თემას ნეგატიურად თუ ვინმე იხილავს, ეს განცხადებები ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან თუ მოგვისმენია. ბრიუსელის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის დაპირისპირება არ არის განპირობებული იმით, აქვს თუ არა საქართველოს მონაცემი. საქართველო ყველანაირი მონაცემით წინაა, მაგრამ ინტერესი აბსოლუტურად სხვაა და ეს წევრობის თემას არ უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ევროკავშირს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი აქვს? ვიცე-სპიკერი პასუხობს, რომ „ამას ორმაგი სტანდარტი არ ჰქვია, ამას ჰქვია კონკრეტული ბნელი იდეები და გეგმა, რომელიც არანაირ მონაცემს არ ითვალისწინებს“.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკვანძო პოზიციაზეა, მაშინ როდესაც დერეფნების და სატრანზიტო მიმოსვლის საკითხი მწვავედ დგას მსოფლიოში. ალტერნატიული გზები, ენერგორესურსების მიწოდები და ქვეყნებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურამდეა შეზღუდული. ჩვენ კარგდ ვიცით, რომ საქართველოში მართვის სადავეების ჩაგდების დიდი სურვილი და იმედია. რევოლიციური მცდელობებიც ამიტომ მოხდა და ეს განცხდებებიც ბოლო პერიოდშიც ამიტომ კეთდება. საქართველოს კანდიდატობაზე ამიტომ ეთქვა უარი, შემდეგ ვითომ სალომე ზურაბიშვილმა, რომ ჩააწყო საქმე. ამიტომ იყო უკვე დაგეგმილი, რომ მოლაპარაკების სტადიაზე გადასვლისთვის უარი ეთქვა, როდესაც პრევენციულმა განცხდებამ ასეთი ისტერიკა გამოიწვია. ყველაფერი ამიტომ ხდება. ეს არა თუ ორმაგი სტანდარტია, არამედ გარკვეული სტრატეგიული გეგმაა, რომელიც საქართველოს არანაირდ არ აწყობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლის მიხედვით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულ ჟურნალისტებს დაკითხავენ. სასამართლო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ის ძებნაში იმყოფება. ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • 8 წლის ბიჭმა მეტალოდეტექტორით 170 წლის წინ ჩაძირული გემის ნაშთი აღმოაჩინა
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან – თბილისში სტუდენტი დაჭრეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge