“მისი პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას”,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, გიორგი ჩალაძე გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად”.
ჩალაძემ ქართული ოცნების დეპუტატის შეფასებას არასერიოზული უწოდა.
ბატონ ვოლსკის სინდისი, ნამუსი ან სხვაგვარი წინააღმდეგობა ენის მორჩილებასთან დაკავშირებით არ გააჩნია. შესაბამისად მის პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას. თემატურად არის არასერიოზული. ბატონი ვოლსკის გაღებული პირი არაფერია, გარდა სოფლის უბორნიისა, უკაცრავად გამოთქმისთვის”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა – სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი ქართული ოცნების დამფუძნებელს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყუნებს – სააკაშვილის მტკიცებით, ასევე ივანიშვილმა დაასაქმა “ქოლცენტრებში” ჩვენი მოქალაქეები და ისინი “თაღლითებად აქცია”.
