Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ტრამპსა და რუბიოსთან იმგვარი საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით, ის გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან გასაჯაროებული იქნებოდა”- რას ამბობს თეონა აქუბარდია

September 28, 2026
“ტრამპსა და რუბიოსთან იმგვარი საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით, ის გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან გასაჯაროებული იქნებოდა”- რას ამბობს თეონა აქუბარდია

პრეზიდენტ ტრამპთან და რუბიოსთან საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო იმგვარი, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით. ის გასაჯაროებული იქნებოდა გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიო-იორკში ვიზიტისას, აშშ-ის პირველ პირებთან – დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოსთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არანაირი რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთონ, აღარ არსებობს.

„პრეზიდენტ ტრამპთან და რუბიოსთან საუბრის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო იმგვარი, სადაც ფოტო იქნებოდა, ამ ფოტოს უკვე ვნახავდით. ის გასაჯაროებული იქნებოდა გამარჯვების ყიჟინასთან ერთად პროპაგანდისტებისგან.

დაკონკრეტებულია, მიღებაზე იყო რაღაც ხანმოკლე საუბარი. როგორც ჩანს, ხელის ჩამორთმევის დროს თქვა, რომელი ქვეყნიდან იყო და რაღაც პასუხი მიიღო. რა პასუხი მიიღო, ეგეც არ გვითხრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არანაირი რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ ურთიერთობები გადატვირთონ, აღარ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რომ ამ ინერციით ცდილობენ, რომ მოქალაქეები დაარწმუნონ, თითქოს მუშაობენ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაზე. იმ ფონზე, როცა სომხეთს და აზერბაიჯანს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ გაფორმებული, არამედ მათ შორის უკვე ინვესტიციებიც მიდის იმ ტრამპის მშვიდობის დერეფანში, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დასაყრდენი გრძელვადიანი მშვიდობის რეგიონში, საქართველოს გამოკლებით“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ გაეროში ვიზიტის დროს მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

„ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ”, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ-მიხეილ სააკაშვილი
  • 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად-მიხეილ სააკაშვილი
  • მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge