“ამა წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის”,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
