“ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან აქცია პერფორმანსის გამართვა და მისთვის ნარკოპოლიტიკის ხელშეწყობის დაბრალება “უსამშობლო აგენტურის“ დაგეგმილი და განხორციელებულია.
მათი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი “ერის კაცია“, რომლის მთავარი იდეოლოგია ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა.
კახა კალაძის თქმით, ივანიშვილს და მის ოჯახს 2012 წლამდეც ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან.
თქვენ ნუ გგონიათ, რომ განცხადებები, რასაც ვისმენთ, ქმედებები, რასაც ვხედავთ, ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, ეს ყველაფერი მათი დაგეგმილი, ან მათ მიერ განხორციელებული ქმედებებია. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ვიცით, რომ 2012 წლამდე დაიწყო ამ ადამიანის და მისი ოჯახის მიმართ ბრძოლა და დღესაც გრძელდება, უკვე კონკრეტული დავალებების შესრულება. ეს ადამიანები, როგორებიც თვითონ არიან და იყვნენ, დღეს აქვთ მცდელობა, რომ სხვას დააბრალონ. თუ ვინმე მკვლელია და მკვლელობასთან აქვს კავშირის, ეს ნაციონალური მოძრაობაა – ამბობს კახა კალაძე.
“კოლექტიური ნაცმოძრაობა პოლიტიკურ სვავს დაემსგავსა“ – აცხადებს არჩილ გორდულაძე და ამტკიცებს, ისინი ცდილობენ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ.
ნაცმოძრაობას სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბარება სხვისთვის, განსაკუთრებით ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა და ყველას გავახსენებ მის სიტყვებს – ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ მოვექცეთ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებსო. ქალბატონი ანი წითლიძე, ჩვეულებრივი ნაცპროპაგანდისტი, შეიძლება წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალიას, ბაჩო ახალაიას სახლთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები. როგორც სვავს ჩვევია, რომ სხვისი სისხლით საკუთარი პირადი სურვილები დააკმაყოფილოს, ზუსტად ასეა ახლა კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც პოლიტიკურ სვავს დაემსგავსა – ამბობს არჩილ გორდულაძე.
ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან ნაციონალური მოძრაობის ქალმა წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს. მათ შუშის სასახლესთან შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.
“ბარიგებით სავსე საქართველო” – “ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ეწერა ბანერებზე, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მონაწილეებს.
