Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა განცხადებას ავრცელებს გიორგი გახარიას ადვოკატი

September 25, 2026
რა განცხადებას ავრცელებს გიორგი გახარიას ადვოკატი

გიორგი გახარიას პოზიციაა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ “ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრალდებული პოლიტიკოსის ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

გახარია, რომელიც 2019 წელს შსს მინისტრი იყო, ამბობს, რომ საქმის კურსში იყო მამუკა ბახტაძეც, თავდაცვის მინისტრიც, სუს-ის უფროსიც და გიორგი ხოჯევანიშვილიც.

ჩორჩანას საგუშაგოს აგების შემდეგ, გიორგი გახარიას ორჯერ გამოუცხადეს ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გიორგი გახარიას პოზიცია არის ცალსახა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველამ ყველაფერი იცოდა. მამუკა ბახტაძემაც, თადვაცვის მინისტრმაც, სუს-ის უფროსმაც და გიორგი ხოჯევანიშვილმაც.

ამ მოწმეებს სხვადასხვა მეთოდებით, ზოგს დაშინებით, ზოგს ფინანსური მოტოვაციით სავარაუდოდ, იყენებენ პოლიტიკური შეკვეთოთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მდგენელიდან შემდგარი სისხლის სამართლის საქმე.

კომიკური და თან ტრაგედია არის ის, რომ ბრალის შესახებ დადგენილებაში პროკურატურას უწერია, რომ ქართულმა მხარემ, სუს-მა ცხელი ხაზის მეშვეობიოთ, ჩვენს საოკუპაციო ხაზზე აგებული საგუშაგოს შესახებ გაიგო ოკუპანტებისგან და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან”, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ჩორჩანას საქმეზე” სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს – “პირველების” ინფორმაციით, დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, საქმის გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და “ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი.

უცნობია, თუ რას უკავშირდება ამ უკანასკნელის მოხვედრა პროკურატურის მოწმეთა სიაში და რა ჩვენება უნდა მსიცეს სასამართლო ვატო შაქარიშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ანთაძეს, ის მრავალი წელია, იმ ერგნეთის შეხვედრების მთავარი მონაწილეა, სადაც უკანონო ბორდერიზაციის საკითხი განიხილება. მასვე აქვს ინფორმაცია ჩორჩანა საგუშაგოს ჩადგმის შესახებაც, ამიტომაც საინტერსოა, თუ რას იტყვის ის და მისცემს თუ არა ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს – დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი
  • გურიკა დადიანიძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
  • „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა” დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს მართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge