Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული…” – რას ამბობს დავით ჩიხელიძე

September 25, 2026
“ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული…” – რას ამბობს დავით ჩიხელიძე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული სახელმწიფოს მთავარი პრობლემა – ოკუპაცია.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ერთიან კონტექსტში წარმოადგინა ქვეყნის გამოწვევები და შესაძლებლობები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავარი პრობლემა, ოკუპაცია. მან გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამასთან, მან მიმართა აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს პოზიცია, გამყოფი ხაზები ვერ წაშლის საერთო ისტორიას და ვერ უნდა განსაზღვროს ჩვენი შვილების მომავალი. საქართველო მზად არის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს დახმარების ხელი გაუწოდოს!

პრემიერის გამოსვლაში იყო მძლავრი და მკაფიო გზავნილები ხაზგასმა საქართველოს როლზე, მსოფლიო ეკონომიკაში. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უნიკალურ მდგომარეობაშია: შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს სწორედ ჩვენი ქვეყნის გავლით შეიძლება დაუკავშირდეს. მაგრამ მხოლოდ კარგი გეოგრაფიული მდებარეობა არაფერს ნიშნავს, თუ ქვეყანა ამ შესაძლებლობას არ იყენებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას არ ავითარებს.

აღნიშნული კუთხით სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ანაკლიის პორტი, რკინიგზის მოდერნიზება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება, ახალი გზები, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ერთ მიზანს ემსახურება, საქართველომ თავისი სტრატეგიული მდებარეობა რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობად აქციოს.

ახალი ინფრასტრუქტურა სრულიად ცვლის საქართველოს როლს რეგიონში. ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და ენერგოტრანზიტის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. საქართველო მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციით აღარ უნდა შემოიფარგლოს, ქვეყანა თანდათან ყალიბდება სივრცედ, სადაც ერთმანეთს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ეკონომიკური შესაძლებლობები უკავშირდება. პრემიერის გამოსვლა მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო სატრანზიტო როლს არ ეხებოდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მან ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარების სოციალური მხარეებიც გამოკვეთა. მომდევნო ხუთი წლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახელდა ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, რეგიონებში შესაძლებლობების გაზრდა და იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები ფართოდ გადანაწილდეს და განვითარების პროცესში არც ერთი ადამიანი და არც ერთი რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი ეკონომიკა მხოლოდ ზრდის მაღალი მაჩვენებელი არ არის. ეკონომიკური ზრდის მთავარი მნიშვნელობა სწორედ იმაშია, თუ რამდენად აისახება ის ადამიანების ცხოვრებაზე, რეგიონების განვითარებაზე, დასაქმებაზე, ინფრასტრუქტურაზე და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.

ამ ყველაფერს ემატება მშვიდობის საკითხიც. პრემიერის გზავნილი იყო მკაფიო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია და ის დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. მშვიდობა კი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მშვიდობა სჭირდება, რომ განვითარდეს, სჭირდება სტაბილურობა იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და სჭირდება ძლიერი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ საკუთარი გეოგრაფიული უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოს.

სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პრემიერის გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან, მან ერთიან კონტექსტში წარმოაჩინა საქართველოს მთავარი გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც, საქართველო თავისი ისტორიული გამოწვევების მიუხედავად, საკუთარ წარმატებულ მომავალს ქმნის. აშენებს პორტს, ავითარებს რკინიგზას, გზებსა და აეროპორტებს, აძლიერებს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს და ცდილობს, საკუთარი უნიკალური მდებარეობა ქვეყნის ეკონომიკურ უპირატესობად აქციოს,“- წერს ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ბიძინა გვაძლევს ფულს” სულ მაგ სიმართლით ივლით და შეუქცევადად გაფარჩაკდებით” – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
  • “გაეროში კობახიძის გამოსვლა უშინაარსო სადღეგრძელოებით გაძეძგილი სანახაობა იყო…” – რას ამბობს გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge