სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ რუსთაველის პროტესტის მონაწილეები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმართებიან.
„ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გქვონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ, ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, რა გამოწვევებია ზოგადად მსოფლიოში. მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
