Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველომ რუსეთს ორი ბრალდებული გადასცა

September 25, 2026
საქართველომ რუსეთს ორი ბრალდებული გადასცა

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ რუსეთს ორი ბრალდებული გადასცა – დმიტრი პუშკარევსა და კორნეი ფედუნოვს, რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებიან. უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათი ექსტრადიცია მოითხოვა

რუსეთის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პუშკარევმა 2023 წელს ნარკოტიკული საშუალებების დიდი პარტია შეიძინა, რომელიც მაგადანში ჩაიტანეს. იქ ფედუნოვმა და სხვა თანამზრახველებმა ნარკოტიკები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გასავრცელებლად ერთ-ერთ დამხმარე ნაგებობაში განათავსეს.

გამოძიების ცნობით, 2024 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბრალდებულები და მათი თანამზრახველები მაგადანის ოლქში, ერთ-ერთ რძის ფერმაში, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარეების მოყვანაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული მცენარეებისგან ნარკოტიკებს ამზადებდნენ და პუშკარევის კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ინახავდნენ. ფერმის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს. რუსული მხარის ინფორმაციით, პუშკარევი ასევე მართავდა ონლაინ-მაღაზიას, რომლის საშუალებითაც უკანონო ნივთიერებები იყიდებოდა. 2024 წლის იანვარში, მაგადანში, მან ე.წ. სამალავის საშუალებით თანამზრახველს 1.3 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა.

გამოძიების წინასწარ ეტაპზე ბრალდებულები სამართალდამცველებს ემალებოდნენ, რის გამოც მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, ისინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პუშკარევისა და ფედუნოვის ექსტრადიციის მოთხოვნა მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ისინი საქართველოში დააკავეს. უწყების განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი ორგანოების “კოორდინირებული მუშაობის შედეგად”, მათი ექსტრადიციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვაზისუბანში დღეს ხე წაიქცა და გაჩერებულ მანქანას დაეცა
  • “თერჯოლაში სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, 3 წელია გრძელდება” – ირაკლი კუპრაძე
  • “ჩორჩანას საქმე” გახარიას წინააღმდეგ – სასამართლოში დღეს ვატო შაქარიშვილი და ირაკლი ანთაძე იკითხებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge