25 სექტემბერს – 2 ოქტომბერს იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„სუქოთი, ანუ „კარვობა” ებრაული კალენდრის ერთ–ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ამასთანავე, სუქოთი მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულიცაა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაულ თემს და მშვიდობას უსურვებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
