„ზუსტად ეს არის ის მეთოდები, რაზეც ქალბატონი გიგაური საუბრობდა – საბჭოური მეთოდები. ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. მე იმედი მაქვს, რომ სხვაგვარად წარიმართება პროცესები ევროპულ ბიუროკრატიაში და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლის თავის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს, ევროპული ბიუროკრატია” – თქვა კობახიძემ გორში Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე.
გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: “სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”
