“შალვა პაპუაშვილი თავად არის სექტის წევრი” – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთო ფარულავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადეებას.
შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს “აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა
ფარულავას თქმით, პროტესტში მყოფი ადამიანები პატრიოტები არიან და არა სექტის წევრები.
შალვა პაპუაშვილი არის სექტის წევრი – იმ სექტის წევრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, მოქალაქეები, ძარცვავს ბავშვებს, საბავშვო ბაღებს, ანგრევს სკოლებს და უსპობენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მომავალს. პროტესტში მყოფი ადამიანები კი არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი საქართველოსთვი”, – აცხადებს ოთო ფარულავა.
შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს “აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნება, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამჟამად ლუქსემბურგში იმყოფება, ანალოგიური განცხადება შედმდეგ უკვე ტელეკამერების წინაც გაიმეორა.
