სანამ საქართველოს ტერიტორიაზე დგას თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი და ე.წ. საოკუპაციო ძალები სხვადასხვა სახით, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის გამართლებული ან საინტერესო , – ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
მისივე თქმით, როდესაც მოხდება საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, როდესაც არცერთი ჯარისკაცი არ იდგება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, მაშინ არის შესაძლებელი სხვადასხვა პირობებზე საუბარი.
„რუსეთის ფედერაციამ პირველყოვლისა უნდა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების მყისიერი და სრული დეოკუპაცია. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას, თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი და ე.წ. საოკუპაციო ძალები სხვადასხვა სახით, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის გამართლებული ან საინტერესო.
როდესაც მოხდება საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, როდესაც არცერთი ჯარისკაცი არ იდგება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, მაშინ არის შესაძლებელი სხვადასხვა პირობებსა და მოდელობაზე საუბარი, რომლითაც მოხდება საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ.
