აქტივისტების პასუხი შალვა პაპუაშვილს – ადამიანები, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართულები, პარლამენტის თავმჯდომარეს უხსნიან, რას ნიშნავს სიტყვა “სექტა”.
შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს “აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა
თორნიკე რაზმაძე პაპუაშვილს მიანიშნებს, რომ აღნიშნული სიტყვა “ქართული ოცნების” მმართველობას უფრო შეესაბამება.
ძალიან საინტერესო სფეროში შეიჭრა შალვა პაპუაშვილი, მაგალითად, სექტა ვის შეიძლება დაუძახო. სექტანტებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ რომელიღაცა ხე მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და ათასობით კილომეტრზე წავიდნენ იმისთვის, რომ რაღაცა ხეს ჩაეხუტონ. ასევე არსებობენ სექტები, რომელთაც უცხოპლანეტების არსებობის არათუ სჯერათ, არამედ მათთან საკომუნიკაციო ენასაც კი სწავლობენ. ასევე სექტის ლიდერს უპირობოდ ემორჩილებიან და ისეთ რამეშიც ემორჩილებიან, იმან თუ უბრძანა, საკუთარი მეგობარიც შეიძლება გასწირონ და ციხეში ჩასვან, მასთან ერთად გადაღებული ფოტო აიღონ. ქართული ოცნება თუ ავირჩიეს, ამ არჩევიდან 3 წლის თავზე, ანუ 2031 წელს მოუწევს 6666-ე დღე, ამიტომ “ოცნება” აღარ უნდა ავირჩიოთ, რომ უბედურება თავიდან ავირიდოთ”, – ამბობს თორნიკე რაზმაძე.
“ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებას ეხმაურება აქტივისტი თათია მექვაბიშვილიც.
სექტა ნიშნავს, როცა ადამიანები წინასწარ შეცნობით ერთიანდებიან, პროტესტში ადამიანები საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. არ აქვთ ერთი კურსი, ერთი გემოვნება, მხოლოდ იციან, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ მომავალს ანადგურებს “ქართული ოცნება”, – ამბობს თათია მექვაბიშვილი.
ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი კი ამბობს, რომ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ხალხს არ შეიძლება ვინმე “სექტა” უწოდეს.
ის რომ საქართველოში ეს მოძრაობა არის ორ წელზე მეტია, ჩემთვის სექტა ნამდვილად არ არის. ჩემთვის ესენი არიან გულანთებული ახალგაზრდობა და ყველა ასაკის პიროვნება, რომელიც თავისი აზრის დასაფიქსირებლად გამოდის გარეთ”, – ამბობს გიორგი ჩახუნაშვილი.
შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს “აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა” უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნება, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.
