Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ ე.წ. ძაღლების საქმე თაროზე შემოდო, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ და „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები …”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილის ადვოკატო

September 23, 2026
“სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ ე.წ. ძაღლების საქმე თაროზე შემოდო, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ და „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები …”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილის ადვოკატო

„ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები, სხვა მტკიცებულება არ არსებობს, ე.წ. „ძაღლების საქმე“ მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით, – ამის შესახებ, ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდადებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები სთხოვენ სასამართლოს ,“დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღონ საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა“.

„ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ოთხი სისხლის სამართლის საქმე. აქედან ერთ-ერთი არის ე. წ. „ძაღლების საქმე“, რომელიც, მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე თაროზე შემოდო. თაროზე შემოდების მიზეზი არის ის, რომ რეალურად მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

აგრეთვე, არის მიზეზი, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები – სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ განიხილება ეს საქმე, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული. შეზღუდვები შეეხება სატელეფონო საუბრებს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებთან კომუნიკაციის უფლებას, მათ შორის წერილობითადაც კი.

ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღოს აღნიშნული საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა. აგრეთვე, ვთხოვთ პროკურატურას, ბრალი, რომელიც არის მოგონილი და აბსურდულია, ასევე დაწესებული შეზღუდვები, დაუყოვნებლივ გაუუქმოს“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამავე თემზე საუბრისას, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, რომ რომ სისხლის სამართლის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიმართ „სამართლებრივი ანომალიაა“.

„ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ სისხლის სამართლის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის, მიმართ სამართლებრივი ანომალიაა. როდესაც ორი ბოთლი ბენზინით ჩემს უკან მდებარე შენობების განადგურების მცდელობისთვის 13-წლიანი სასჯელი აქვს, ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აქვს აკრძალული იმის გამო, რომ, თურმე, წყალქვეშ აღებული სუნის ნიმუშებით, უცნობმა ძაღლებმა ის ერთი წლის შემდეგ ამოიცნეს. ასეთი სამართლებრივი სტანდარტი არ არსებობს მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში.

მოთხოვნა არის, რომ სწორი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ დროულად. სამართლებრივი საფუძველი მის პატიმრობასა და მის 13-წლიან სასჯელს არ გააჩნია. ჩვენი მოთხოვნაა, მალე დასრულდეს მის მიმართ ეს უსამართლობა და უკანონობა, ჰქონდეს საშუალება ოჯახთან კომუნიკაციისა და არ გაჭიანურდეს უსასრულოდ სასამართლოში მის მიმართ ეს ბრალდებები“, -აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდადებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სკინტლიანი რძის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
  • “მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს „ნოროვირუსს“ მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან – ამაზე პასუხი არის – არა!”- რას ამბობს ივანე ჩხაიძე
  • “გიორგი ხოჯევანიშვილს მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რაც გიორგი გახარიას საქმეზე ჩვენების მიცემით აიღო – ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდება”- რას ამბობს ბერდია სიჭინავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge