Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს“ – გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს

September 23, 2026
„გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს“ – გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს

შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები აქტიურდება.

ყელის ტკივილის, სურდოსა და ცემინების დროს ბევრი ადამიანი პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ პრეპარატებს მიმართავს.

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ ეს მედიკამენტები ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება და გაციების ხანგრძლივობას არ ამცირებს.

„მე გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ამოცანაა, რომ გაციების ხანგრძლივობა და მისი სიმძიმე შეამციროთ.

პირველი ეხება მეტალს, მეორე კი მჟავას. მეტალი, რომელიც ამ დროს გვჭირდება, არის თუთია. საზოგადოება მას ცინკის სახელითაც იცნობს. მეორეა C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა.

თუთია გვჭირდება 5 მილიგრამი დღეში, ხოლო C ვიტამინი 300 მილიგრამი დღეში.

საქმე ისაა, რომ თუ ცალ-ცალკე მიიღებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ორივეს ერთად მიიღებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა მესამედით შემცირდება და დაავადების სიმძიმეც დაახლოებით მესამედით შემცირდება.

სწორედ პირველივე დღეებში, როგორც კი ყელის ტკივილი, სურდო ან ცემინება დაიწყება – თუთია 5 მილიგრამი და C ვიტამინი 300 მილიგრამი. ამას შეუძლია დაავადება თავიდანვე შეგიმსუბუქოთ. როცა ცივდებით, მაინც გინდებათ ამ ჩაების მიღება, ხომ? მაშინ რატომ არ უნდა მიიღოთ დაავადების დასაწყისშივე, პირველივე დღეებში? ოღონდ არა პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი, არამედ თუთიისა და C ვიტამინის შემცველი.

საქმე ისაა, რომ 2017 წლამდე არ იყო დამაჯერებელი კვლევები, რამდენად შეეძლო თუთიას დაავადების ხანგრძლივობის შემცირება. მაგრამ 2017, 2018 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული დაავადებების დროს თუთიის მიღებას შეუძლია დაავადების ხანგრძლივობის დაახლოებით მესამედით შემცირება.

ზოგი თუთიას მიიღებს, ზოგი C ვიტამინს, მაგრამ მარტო ის კი არ უნდა იცოდეთ, რომ მათი მიღება შეიძლება, არამედ სწორი დოზებიც უნდა იცოდეთ. თუ დოზა სწორად ვერ გათვალეთ, აზრი არ აქვს. თუთია 5 მილიგრამი უნდა იყოს დღე-ღამეში არც მეტი, არც ნაკლები, ხოლო C ვიტამინი -300 მილიგრამი, არც მეტი და არც ნაკლები, როცა საქმე გაციების მართვას ეხება.

დაავადების სწორად მართვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყოთ, როცა უკვე რთულად ხართ. ყურადღება პირველივე სიმპტომებიდან უნდა მიაქციოთ, თუ გინდათ, რომ შედეგი რაც შეიძლება კარგი იყოს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დეპორტაციები ბოლო დროს გახშირდა, არის შემთხვევები პირს მისამართზე აკითხავენ და აკავებენ“ – ირლანდიაში მცხოვრები ქართველი
  • “2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში თითო სოფელზე 3 მილიონი ლარის დაპირებით მოვიდა…” – რას აცხადებს თაზო დათუნაშვილი
  • “ღარიბაშვილის განცხადებები “ქართული ოცნების” კრიმინალურ-დანაშაულებრივ მენტალობაზე მიუთითებს”- რას ამბობს ლევან სამუშია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge