Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქალი საპირფარეშოს კაბინაში შეათრიეს და მასზე სექსუალურად იძალადეს”- ქართველ სპორტსმენებს ქალის გაუპატიურებას ედავებიან

September 22, 2026
“12 წლის ბიჭს მამა სექსუალურ კავშირს აიძულებდა”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია

ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ქალის გაუპატიურების ბრალდებით ეძებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შალვა ხაჩიძესა და კახა ამბროლავას ბრალად ასევე, სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა და მიმალვა ედებათ.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის შოტლანდიური ბიუროს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ დამფრისში მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ევროპის კერლინგის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობდა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ღამის კლუბის საპირფარეშოს კაბინაში ქალი შეათრიეს, პირზე ხელი ააფარეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.

გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ სხვა ქალების დაჟინებული თვალიერება, ქალთა საპირფარეშოში შეყოლა და მათი მობილური ტელეფონით ფარულად გადაღება.

საქმის მასალების მიხედვით, სპორტსმენები ერთ-ერთი ადგილობრივი პაბიდან ქალებს უკან აედევნნენ, აგრესიულად იქცეოდნენ, დაწესებულების პერსონალს დაუპირისპირდნენ და გაძევების შემდეგ შენობაში დაბრუნებას ცდილობდნენ.

ქალების მიზანმიმართული ადევნების ფაქტები დამფრისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც დაფიქსირდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორივე ბრალდებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანშია რეგისტრირებული.

ცნობილია, რომ ბრალდებულები სასამართლო პროცესამდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი, თუმცა გასულ კვირას კილმარნოკის უმაღლეს სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც მოსამართლემ მათი დაკავების ორდერი გასცა.

„გაცემულია დაპატიმრების ორდერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შოტლანდიის პოლიციაში.

მომხდარი სკანდალის გამო, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კერლინგის მსოფლიო ფედერაციაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულები ნამდვილად იყვნენ ეროვნული გუნდის წევრები და ევროპის ჩემპიონატის C-დივიზიონში უნდა ეასპარეზათ.

ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან 11 700-ზე მეტი უცხოელი დამნაშავე (მათ შორის მკვლელები და მოძალადეები) დაადეპორტეს.

უწყების განცხადებით, ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც ბრიტანეთში პატიმრობა მიესჯება, დაუყოვნებლივ ექვემდებარება დეპორტაციას და ქვეყანაში დაბრუნება სამუდამოდ ეკრძალება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ…“ – გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს
  • საზარელი ავარია თბილისი-წითელი ხიდის გზაზე – არის მსხვერპლი
  • ღრუბლიანობა მოიმატებს – ნახეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge