ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან რუსი ოლიგარქები – ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი ამოიღო.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმება დაახლოებით 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელებული სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების რეჟიმის გაგრძელებას მანამდე ექვს თვეში ერთხელ სჭირდებოდა ერთსულოვანი მხარდაჭერა. ახალი შეთანხმების თანახმად, დაახლოებით 3 000 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები სამი წლით გაგრძელდება.
გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ შევა.
