ზაჰესის იზოლატორში სამართლებრივი კონსულტაციები დასრულებულია – ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი დავით ფეიქრიშვილს შეხვდა. უფლებადამცველმა “ტვ პირველებს” დაუდასტურა, რომ სპეცოპერაციით დაკავება, ორი წლის წინ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც დავით ფეიქრიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენელს კონფლიქტი ტაქსის მძღოლთან მოუვიდა.
ადვოკატი გიორგი ანთიძე ირწმუნება, რომ აღნიშნული ფაქტის დროს დავით ფეიქრიშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. უფელბადამცველი ადასტურებს, რომ მაშინ დავით ფეიქრიშვილი საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა კიდეც, თუმცა რატომ ჩამოიღეს 2 წლის შემდეგ საქმე თაროდან – უფლებადამცველი ამბობს, რომ არ იცის, რადგან საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია.
ადვოკატის თქმით დავით ფეიქრიშვილი მომხდარით გაოგნებულია და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
რაც გავრცელებულია ინფორმაცია, რომ თითქოს მან იძალადა ტაქსის მძღოლზე, სინამდვილეს არ შეესაბამება და შესაბამისად, იგი ინარჩუნებს ტავის პირვანდელ პოზიციას და თავს არ ცნობს დამნაშავედ. თავს არ ცნობს დამნაშავედ, რაიმე განმარტებას გააკეთებას თუ არა, უმჯობესი იქნება მას შემდეგ დავაფიქსიროთ აღნიშნულის თაობაზე პოზიცია, რაც საქმის მასალები გვექნება ხელთ.
რას უკავშირებს დაკავებას, ამაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრა, რომ ისეთივე გაკვირვებულია, როგორც ალბათ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც 3-4-5 წლის წინანდელ ქეისს თავიდან ამოუტივტივებენ. მისი ძმის დაკავების თაობაზე მისთვის ცნობილი იყო, ვინაიდან როდესაც მე ვესწრებოდი მის დაკავებას, შესაბამისად, მისგან გავიგე, რომ გიორგი ფეიქირიშვილი დაკავებული იყო. ერთდროულად შევიდნენ ორივეს სახლებში, ასე შეიძლება ითქვას, უბრალოდ, როდესაც დავითთან საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, გიორგი უკვე დაკავებული იყო.
წარმოუდგენელია დავითისთვის და უჭირს რაიმე დასაბუთება მოუძებნოს ამ ბრალს”, – აცხადებს ადვოკატი.
გიორგი ანთიძე ამ წუთებში დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მიდის, სადაც მეორე ძმა, დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილი უნდა მოინახულოს. მეტი დეტალი მას შემდეგ აგხდება ცნობილი, რაც ადვოკატი იზოლატორს დატოვებს.
შსს ამბობს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
