Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა – ირანი მესამე უმსხვილესი ბაზარია, თუმცა აგვისტოში მაჩვენებელმა იკლო

September 22, 2026
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა – ირანი მესამე უმსხვილესი ბაზარია, თუმცა აგვისტოში მაჩვენებელმა იკლო

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 146 458 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2.364 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 162 603 ერთეული შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 2.703 მლრდ. აშშ დოლარი იყო.

შესაბამისად, წლიურად ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად – 9.9%-ით, ხოლო ღირებულებით ნაწილში – 12.5%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ავტომობილების იმპორტიორი ძირითადი ქვეყნები იყო:

აშშ – 112 406 ერთეული, 1.364 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებით;
იაპონია – 14 381 ერთეული, 320.098 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით;
ჩინეთი – 6 189 ერთეული, 59.997 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით;
გერმანია – 3 433 ერთეული, 294.651 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით;
კორეის რესპუბლიკა – 3 174 ერთეული, 47.103 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
რაც შეეხება რეექსპორტს, 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან უცხოეთში 56 432 ერთეული ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულება 1.347 მლრდ აშშ დოლარი იყო. გასული წლის იმავე პერიოდში კი, ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.728 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 70 973 ავტომობილი არის გასული.

ამგვარად, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი წლიურად რაოდენობრივად 20.5%-ით, ხოლო ღირებულებით ნაწილში 22%-ით არის შემცირებული.

ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით კი, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო ყაზახეთი, სადაც 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 19 289 ავტომობილი გავიდა, საერთო ღირებულებით 297.771 მლნ აშშ დოლარი.

მეორე ადგილზეა ყირგიზეთი – 14 700 ერთეული, 551.157 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით, ხოლო მესამე პოზიციაზე ირანია – 129.244 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7 360 ერთეული ავტომობილის რეექსპორტით.

შემდეგ მოდიან: ტაჯიკეთი – 4 022 ავტომობილი, 71.463 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 3 803 ავტომობილი, 128.457 მლნ აშშ დოლარი.

განსაკუთრებით საყურადღებოა ირანის მიმართულება. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ირანში 7 360 ავტომობილი გავიდა, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ამ მიმართულებით მხოლოდ 10 ავტომობილი იყო ექსპორტირებული, 279.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით.

თუმცა, თვეების მიხედვით მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ირანის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტი აგვისტოში მკვეთრად მცირდება.

კერძოდ, 2026 წლის იანვარში ირანში 68 ავტომობილი (1.146 მლნ. აშშ დოლარის) გავიდა, თებერვალში – 160 (2.713 მლნ. აშშ დოლარი), მარტში – 80 (1.217 მლნ. აშშ დოლარი), აპრილში – 517 (8.550 მლნ. აშშ დოლარი), მაისში – 1 694 (30.763 მლნ. აშშ დოლარი), ივნისში – 2 567 (44.917 მლნ. აშშ დოლარი), ივლისში – 1 663 (29.708 მლნ. აშშ დოლარის), აგვისტოში კი მხოლოდ 611 ავტომობილი (10.228 მლნ აშშ დოლარი).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტია
  • ანი ადარეიშვილი ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
  • დაკავება 2 წლის შემდეგ – დავით ფეიქრიშვილის აყვანა 2024-ში ტაქსის მძღოლთან მომხდარ დაპირისპირებას ეხება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge