Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ახალი დეტალები ძმები ფეიქრიშვილების დაკავების შესახებ

September 22, 2026
ახალი დეტალები ძმები ფეიქრიშვილების დაკავების შესახებ

“ტვ პირველის” ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმმა გვიან ღამით ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილებიდან ერთი “კრწანისი რეზიდენსიდან” აიყვანეს, მერე კი სასტუმროდან, სადაც ის ბოლო დღეები სახლში არსებული სარემონტო სამუშაოების გამო ცხოვრობდა.

ცნობილია, რომ “კრწანისი რეზიდენსში” საგამოძიებო მოქმედებები გამთენიისას დასრულდა.

ძმები ჯგუფური ძალადობის და გამოძალვის მუხლებით არიან დაკავებულები, თუმცა ოჯახი არ ამბობს, ვისზე ძალადობის ბრალდებით აიყვანეს დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომლებიც არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებენ.

სპეცოპერაციით დაკავებული ძმები ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში არიან გადაყვანილები და ბრალის წარდგენას ელოდებიან. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე დიდ ფულთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხება.

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში ღამით ჩატარდა – კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმი ფეიქრიშვილების სახლებში რამის 03:00 საათზე შევიდა.

აღნიშნულ ფაქტს ადვოკატი ადასტურებს. ირკვევა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების სახლებში სპეცრაზმი ჩხრეკაზე ღამის 03:00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც ორივე ძმას ხელბორკილები დაადეს.

ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. და­ვით და გი­ორ­გი (გოგა) ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ არი­ან ნა­სა­მარ­თლე­ვი.
დავით ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდება წლების წინ მომხდარ საუკუნის ძარცვას, რა დროსაც თბილისის შუაგულიდან 2 მილიონი ლარი გაიტანეს. ფეიქრიშვილი მაშინ ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა და სწორედ ის სახელდებოდა ამ ძარცვის ორგანიზატორად.

საუკუნის ძარცვაძე 2023 წელს საგამოძიებო რეპორტაჟი “შაბათის ეთერის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოამზადა, მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც 5-ვე ბრალდებული ჩანს, საცავში განთავსებულმა კამერებმა დააფიქსირეს თავად დავით ფეიქრიშვილი, რომელსაც ნიღაბიც კი არ უკეთია.

ტყუპი ძმების გვარმა გაიჟღერა ასევე თბილისის ცენტრში მოკლული სოსო ჯო­ხა­ძის საქმეშიც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­სა და ჯო­ხა­ძე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბაც ჰქონ­დათ.

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავშრდება ასევე ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ს, რა დრო­საც და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მის შესახებ:

არსებული ინფორმაციით, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ე.წ “მა­ზით” 140 000 დო­ლა­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. თან­ხის გა­დახ­და მის მო­ვა­ლეს გა­უ­ჭირ­და და დახ­მა­რე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს „ავ­ტო­რი­ტეტს“ ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ანს მი­მარ­თა.
ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ყი­ფი­ა­ნი­სა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რიც, სა­დაც ისი­ნი თან­ხა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყი­ფი­ა­ნი ფე­იქ­რიშ­ვილს ეუბ­ნე­ბო­და, “ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით”, ასეთ დროს მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კი ყი­ფი­ანს პა­სუ­ხობ­და, რომ ეს წე­სე­ბი უკვე აღარ არ­სე­ბობს.
ძა­ლოვ­ნებ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით გაგ­ნი­ძე და კახა მი­სი­რე­ლი 2010 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. მან­ქა­ნა სამ­რე­ცხა­ოს­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ა­ჩე­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­იქ­რიშ­ვილს ელოდ­ნენ, რომ­ლის­თვი­საც თან­ხა უნდა გა­და­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან 40 700 დო­ლა­რი ამო­ი­ღეს და ეს თან­ხა, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ვატო ყი­ფი­ანს კი და­მა­ტე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მო­გე­ბუ­ლი თან­ხა, 30 000 დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი.
მა­შინ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას დას­თან­ხმდა და ცი­ხი­დან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოკლული მასწავლებლის ტელეფონს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები შეისწავლიან
  • “აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან დააკავშირეს, პოზიცია მკაფიოა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაირი გზა არ გადის”- რას ამბობს ლევან მახაშვილი
  • მეგის ქარდავას ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge