მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში – “ტვ პირველების” ინფორმაციით, ღამით კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმა ძმები ფეიქრიშვილები დააკავა.
ფაქტს “ტვ პირველებს” ადვოკატი უდასტურებს. ირკვევა, რომ ჩხრეკაზე სპეცრაზმი ღამის 03:00 საათზე შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ დუმს. როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, გამოძიება ძალადობაზე მიმდინარეობს, თუმცა ვისზე იძალადეს და რას უკავშირდება ღამის სპეცოპერაცია ამ დორმდე საიდუმლოდ რჩება.
ძმები ფეიქრიშვილების სახელი საქართველოში სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში წლებია ფიგურირებს. დავით და გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილები წარსულში მრავალჯერ არიან ნასამართლევი.
