Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული – ქრთამის აღება ჩაიდინა”- ადვოკატი

September 21, 2026
“საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული – ქრთამის აღება ჩაიდინა”- ადვოკატი

საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული – ქრთამის აღება ჩაიდინა, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის ადვოკატმა, დავით სიმონიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურატურა ლევან ახობაძის ბრალის დამტკიცებას ვერ შეძლებს.

“ბრალდების ვერსია ეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, თითქოს, ლევან ახობაძემ რაღაც კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ მოითხოვა და მიიღო ქრთამი, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და შესავალ სიტყვაში ეს დავაფიქსირეთ. ასევე, ხაზი გავუსვით იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომ ბრალდების მხარე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ლევან ახობაძის ბრალეულობა დაადასტუროს. საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული – ქრთამის აღება ჩაიდინა.

როცა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, შესაძლოა, მისცეს სასამართლოს ჩვენება”, – განაცხადა სიმონიამ.

კითხვაზე, თუკი საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, უკავშირებს თუ არა ახობაძე მის დაკავებას პოლიტიკურ ინტერესებს, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

“აღნიშნული მიმართულებით პასუხებს ვერ გაგცემთ, მე მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს ვაფასებ. პირადად ჩემს მოსაზრებას გეტყვით, გაურკვეველია, თუ რას უკავშირდება აღნიშნული ბრალდება, მის ნაცვლად კი, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ კონკრეტულ ბრალდებაში ლევან ახობაძის უდანაშაულობა ნამდვილად დადასტურდება”, – განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში – ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს
  • “ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ”- რას ამბობს ნანა სანდერი
  • “ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება”- რას ამბობს პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge