გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი მაშინ ყველაზე, მათ შორის სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა მაშინ აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა და დამდგარიყო, ან სიმპატია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, ვინც საქართველოს მტრობდნენ, – ამის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი გვესელიანის ინტერვიუზე, რომელსაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. კერძოდ, გველსიანმა აღნიშნა – „2024 წელს საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის. ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გიორგი გველესიანის განცხადებებში სიახლე არაფერია და არსებობს შესაბამისი ფაქტებიც.
„ამაში რამე სიახლე იყო? არ ვხედავდით მაშინ, რა შევარდნები იყო გვერდებზე, „ფეისბუქის“ თუ სოცმედიის სხვა გვერდებზე და იძულება, რომ აბა ეს თქვი, ის თქვი. ამ ადამიანმა ეს თქვა, რომ იყო წნეხი. ამის საპასუხოდ რა ვნახეთ, რითი უარყო შემდეგ გამოხმაურების დროს ამ ძალამ, რომელიც მაშინ წნეხს ახორციელებდა, რითი უარყვეს ეს ბრალდება, რომ იყო წნეხი – წნეხით. ანუ, ვნახეთ გაორმაგებული თავდასხმა გველესიანზე, ვნახეთ გინება, ყველანაირი შეურაცხყოფა, კამპანია, რომელშიც ისევ იგივე ხალხი ჩაერთო. „ნაცმოძრაობა“ და ის ჯგუფი, რომელიც ემოციურად დაზიანებული ხალხი არიან, ვხედავთ მათ ქცევას სოცმედიაში თუ რეალურ ცხოვრებაში. ასე რომ, თავადვე, საკუთარი გამოხმაურებით და იმის მცდელობით, რომ უარყოფა ყოფილიყო, რომ წნეხი არ იყო – უარყოფას შეეცადნენ ასევე წნეხით. ეს არის მთელი აბსურდი.
კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი საზიზღარი ბუნება, რომ შეუძლიათ, ადამიანს თავს დაესხან იმის გამო, რომ ადამიანს რაღაც სხვა მოსაზრება აქვს მათი მოსაზრებისგან განსხვავებული. თავისიანებსაც ასე ექცევიან ხოლმე, როდესაც ერთი ნაბიჯით გვერდზე გავლენ. ამას თავისი ახსნა აქვს. ბაბლს რომ უწოდებენ საკუთარ თავს ხანდახან, სინამდვილეში ეს ბაბლი, ეს ტერმინი შემოტანილია იმისთვის, რომ შეალამაზონ არსი ამ ერთობისა, რომ სინამდვილეში ეს არის ფსევდორელიგიური სექტა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს თავისი რიტუალები აქვთ და ამას ყოველ დღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ხალხის ქცევას, ეს არის ერთი ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველდღე ვხედავთ, რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალები ჩაატარონ. ჰყავთ თავისი ქურუმი, ამასაც ვხედავთ, რომელიც მათ შორის თავისი ტელევიზიიდან ქადაგებს. აქვთ თავიანთი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები, ევროკავშირის დროშის სახით, რომელზეც ისინი ლოცულობენ და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად ყველაფრით არის ფსევდორელიგიური სექტა და ამას სჭირდება კიდევ უფრო დეტალური ანალიზი. როგორც ფსევდორელგიური ფუნდამენტალისტური სექტა, ზუსტად ისე იქცევიან. როგორც კი ვინმე მათ სექტას განუდგება, ხრისტებივით ჩაქოლავენ და როგორც კი ვინმე მათი სექტის დოგმებს უარყოფს, იმ მომენტშივე ქვას ესვრიან და ქოლავენ. ეს არის ფსევდორელიგიური ფუნდამენტალური სექტა, რომლითაც დღეს ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ერთობა, რომელსაც შემოაქვს მუდმივად დაპირისპირება, შუღლი, ბოღმა, ღვარძლი, ყველაფერი, რაც კი ფუნდამენტალისტურ სექტებს ახასიათებს ხოლმე. ამიტომ არის კიდევ ერთი ნიშან-თვისება, ამიტომაც არის, რომ გაურბიან დეტალებს, საუბარს. გახსოვთ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს ვთავაზობდით დისკუსიას, არავინ შეხვიდეთ დებატებში, არავინ არ შეხვიდეთ დისკუსიაში. რატომ, იმიტომ რომ, არიან ფუნდამენტალისტები, აქვთ დოგმები და როგორც კი ხედავენ, რომ არგუმენტით შეიძლება, ვინმემ მათი დოგმა დაანგრიოს, უკრძალავენ საკუთარი სექტის წევრებს, რომ წავიდნენ დებატში სასაუბროდ, რადგან ხვდებიან, რომ ხუხულასავით ჩამოექცევათ ფსევდორელიგიური დოგმატიკა, რომელიც ჩამოყალიბებული აქვთ ამ ფსევდორეგლიურ სექტაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
