Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამორიცხულია, ლევან ახობაძემ საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია”- სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი

September 21, 2026
“გამორიცხულია, ლევან ახობაძემ საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია”- სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.

როგორც ბრალდებულ ახობაძის ადვოკატი, დავით სიმონია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატი გამორიცხავს, ახობაძემ საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია.

“დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან და მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. ჩვენ საჯაროობას ვუჭერთ მხარს და სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არის ის, რომ საჯარო იყოს. თუ შესაძლებლობა იქნება, ამ პოზიციას დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რასაც ამ ეტაპზე საჯაროდ აჟღერებს, არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს არანაირ აღიარებაზე წასვლას იქიდან გამომდინარე, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს”,- განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქართული ოცნება“ ყალბ დილემას ტენის საზოგადოებას, საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების, მათ შორის გაერთიანების გარანტი თუ ვინმეა…” რას ამბობს ლაშა ფარულავა
  • “სისტემა დალპა” – ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ბადრაგებს შვილის ცემაში ადანაშაულებს, ბრძოლას აანონსებს
  • საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქეს ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge