Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” 77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პრობლემურია და შეფერხებული, 400 საჯარო სკოლას მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება – ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება”- რას ამბობს მიკა ჩერქეზიშვილი

September 21, 2026
” 77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პრობლემურია და შეფერხებული, 400 საჯარო სკოლას მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება – ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება”- რას ამბობს მიკა ჩერქეზიშვილი

ხელისუფლებაში არსებული სისტემური კორუფცია უკვე ისეთ მასშტაბებს სცდება, რომ თითქმის ყველა სფეროში უმძიმესმა ფაქტებმა იჩინა თავი – ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღემდე დაუსრულებელია ათეულობით სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღებში კი ბავშვების მასობრივი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.

აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად ნიკა ჩერქეზიშვილი კორუფციას ასახელებს.

„ფაქტები და შედეგები: 2022 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა განხორციელებულიყო 800 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად განსაზღვრეს 2026 წლის დეკემბერი. დღეს 2026 წლის 21 სექტემბერია და სურათი ასეთია: 77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია არის პრობლემური და შეფერხებული. გარდა ამისა, 400 საჯარო სკოლას ჯერ კიდევ მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება. ანუ, დახარჯეს 4 წელი, გაფლანგეს ასეულობით მილიონი ლარი და საქმე სანახევროდაც არ არის გაკეთებული. ვინ არის პასუხისმგებელი პროექტის ჩავარდნაზე? ბიუჯეტის თანხების არარაციონალურ და არამიზნობრივ ხარჯვაზე? საზოგადოებას აინტერესებს – სად წავიდა ეს ფული? ის უწყება, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს აცხადებდა, საერთოდ გააუქმეს და დღეს დეაქტივირებულია. საუბარია განათლების სამინისტროს სსიპ-ზე – „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე“. კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას – უწყებების გაუქმება დააბრუნებს სახელმწიფო ბიუჯეტში არაეფექტურად დახარჯულ თანხებს? ვხედავთ, რომ საკუთარ ნებაზე ქმნიან და აუქმებენ უწყებებს, თანამდებობებს და ამას ეწირება ჩვენი შვილების განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. იმ კომპანიებიდან, რომლებიც იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებს სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, არაერთი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი – შპს ბილდკინგს, შპს ცენტრ ლაინი, შპს ინსი, შპს გრანიტი, შპს თეგი – მათ ივანიშვილის პარტიას 15, 20, 50 ათასი ლარი შესწირეს!! იმ მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე, რომელთა სკოლებშიც სასწავლო პროცესია შეწყვეტილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო წლების განმავლობაში არაეფექტურად დახარჯულია 50 მილიონ ლარზე მეტი. საგულისხმოა, რომ ყველა ეს ტენდერი მოგებული აქვს ერთსა და იმავე კომპანიას, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს. კვლავ მძიმე მდგომარეობაა საბავშვო ბაგა-ბაღებში. ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი კახაბერ გვანცელაძე გაქცეულია, რომელიც ე.წ. „ატკატებს“ იღებდა ბავშვთა კვებაზე ხელშეკრულებების გაფორმების სანაცვლოდ. ამავე საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ბაგა-ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ სქემაში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 მილიონ 325 ათას 943 ლარი შეადგინა. ფაქტობრივად, აღარ დარჩა სფერო, სადაც კორუფციული სინდიკატები არ მოქმედებდა და დიდი ალბათობით, დღემდე მოქმედებს. საქმის აღძვრამ გვანცელაძის გაქცევამ და ლილუაშვილის დაპატიმრებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ბავშვების მასიური მოწამვლის ფაქტმა დაადასტურა, რომ კორუფციულ სქემაში ერთი ჯგუფი სხვა ჯგუფმა ჩაანაცვლა. დადასტურებული ფაქტია 2026 წლის მაისში ქარელისა და მარნეულის საბავშვო ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა და დადასტურებულია მიმდინარე დღეებში თბილისის საბავშვო ბაღებში 100-ზე მეტი ბავშვის მძიმე ინტოქსიკაცია, რასაც მათი საავადმყოფოებში გადაყვანა მოჰყვა. სახეზეა სისტემური კორუფციის ნიშნები და სახეზეა ისიც, რომ კონკრეტული პირების დაჭერით პრობლემა არ გვარდება. აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაეფექტურად იხარჯება მილიონობით ლარი და ეს ყველაფერი ხდება ჩვენი შვილების განათლების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხარჯზე“.- განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21- ე საჯარო სკოლის გადასარჩენად – მშობლებმმა აქცია დააანონსეს
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ის ტაქსის მძღოლია და ბავშვები დაჰყავდა რაიონში” – რას ამბობს მეზობელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge