Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ტერორისტული მიზანი პოლიტიკურ პროტესტთან ავტომატურად გააიგივა

September 21, 2026
ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს  „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ტერორისტული მიზანი პოლიტიკურ პროტესტთან ავტომატურად გააიგივა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს.

განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოიხილა საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ასევე სამეცნიერო და სხვა ნაშრომები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტების, უშუალოდ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით სპეციალური განზრახვის გამოკვეთის მნიშვნელობისა და, ასევე, მოტივისა და მიზნის გამიჯვნის საჭიროების შესახებ.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ის ტაქსის მძღოლია და ბავშვები დაჰყავდა რაიონში” – რას ამბობს მეზობელი
  • “ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერანაირი რეპრესიული სარჩელები ვერ შეუშლის ხელს”- გიორგი ჭანტურია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge