მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სკოლის დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. შენობის რეაბილიტაციის საბაბით, მშობლებს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აცნობეს
“მოულოდნელად, ღამის 10 საათზე გვატყობინებენ რომ რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ასე უეცრად, როცა პასუხი არ აქვთ სად მიყავთ ამდენი, 600-მდე ბავშვი. წუხელ კი შეგვატყობინეს რომ ონლაინები არ იქნება და სწავლას 1 კვირით წყვეტენ რომ დასკვნა მოვიდეს. ტყუილად ასვენებენ 1 კვირა ბავშვებს რომ უცებ დაცალონ სკოლა. თუ დასკვნა არაა, რატომ ასვენებენ ბავშვებს?! ” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
